Jump to content

1646 წ. - განჩინება როსტომ მეფისა სოლოღაშვილების ყმა-მამულის საქმეზე

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Sd-744. დედანი. ქაღალდი. 34x15,5 სმ. მხედრული. ყოველი სიტყვის შემდეგ სამწერტილი.

საბუთის შინაარსი

[edit]

მეფეთ-მეფე პატრონი როსტომი.

მოსამართლეები: სახლთხუცესი ციციშვილი მანუჩარი, სახლთხუცესი ბარათაშვილი ყაფლანი, მდივანი თუმანიშვილი ბირთველი

მოდავეები: დავით (დათუნა) შიოშის ძე სოლაღაშვილი, თამაზ შიოშის ძე სოლაღაშვილი, ბიძინა სოლაღაშვილი - მათი განაყოფი

იხსენიებიან: ბაგრატ მეფე, შიოშ სოლაღაშვილი - დათუნას მამა, გარდაცვლილი; სუჯადინ სოლაღაშვილი - მათი განაყოფი, ამოწყვეტილი; დათუნას თამაზის გარდა ჰყავს მესამე ძმაც.

მოწმეები: დათუნა სააკაძე.

დავის საგანი: 7 კომლი გლეხი ტაბახმელაში დარჩა დათუნას.

დაიწერა ქორონიკონს ტლდ მდივან ყორღანაშვილი შაველის ხელით.

1715 წ. 12 აგვისტოს საბუთს ამტკიცებს მეფეთ-მეფე იესე.

პუბლიკაცია

[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 29