1672 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ხატზე
შესავალი
[edit]ქვემოთ მოტანილი წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ ღვთისმშობლის ხატზე. აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.
წარწერის ტექსტი
[edit]"...ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო! დაცვა ფარვათა შენთა მონდობილმან და მრავალთ ცოდვათა ჩემთა მიერ გარემოცულმან მე ამილახვარმა გივმა, მემცხედრემან ჩვენმან, ქართველთ მეფის ასულმან, ბატონის შვილმან თამარ, ვინებეთ ძალითა და შეწევნითა შენითა ხატისა ამის შენისა შემკობა, მოვაჭედინეთ ოქროჲთა და შევამკევით თვალითა დღეთა ჩვენთა წარსამართებელად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად, რათა ვიხსნეთ დღესა მას დიდსა განკითხვისასა. ქორონიკონს 360 (1672 წ.)."
შენიშვნები
[edit]ამ წარწერაში მოხსენიებული პირები ყოველგვარ ეჭვს გარეშე არიან გივი იოთამის ძე ამილახვარი და მისი მეუღლე, ვახტანგ V-ის ასული, თამარ ბატონიშვილი.
პუბლიკაცია
[edit]1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.42