Jump to content

1681-1682 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს დავით ნემსაძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი

[edit]

წინამდებარე საბუთი წარმოადგენს ლევან II დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის მიცემული იადგარის მინაწერ საბუთს.

საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კათალიკოზმან, პატრონმან დავით, შემოგწირეთ მცირე და კნინი ესე შესაწირავი საშინელსა და შვიდ ცათა უმაღლესსა და ქერაბინთა უწმიდესსა ხობისა ღმრთისმშობელსა მირცხულავა ბიჯოჯია და მისი შვილი ქოჩუა და პაჭკუ მისითა ცოლშვილითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა...[1] ტყითა, ველითა, გასავალითა და შემოსავალითა, საძებრითა და უძებრითა, რისაც მქონებელი იყოს, მისის ყოვლისფერითა სამართლიანის და მისის ეკკლესიის, სასაფლაოთა, კარითა. მისი საქმე ასრე არის: ბიჟოჟია, დეისმას ომზედ დაიკარგა და შაქარიას ცხომარის და ყუანდა ცოლად, და შაქარიამ დაიხსნა და მერმე ბახუა ბაბადიშმა, და ომობა დაგვიწყო, რომ კაცი რადგან შენი დახსნილი არისო, ადგილი ჩემი არისო და ერთი მისი შვილიო, მერმეთ ბიჟოჟია წარმოდგა და შაქარამან, რომ დამიხსნა ის ადგილი მას უკან ვიყიდეო და თავათ ბიჟოჟიამ და მისმა შვილმან დაუფიცა და მერმე ხუთმან ცხომარებმან დაიფიცა ამ სახელისათვის და მით ჩამოვიხსენით.

და მერმე მისი ბიჭის საქმე ასრე არის, რომ მეღვინე ბიჭი გვყავდა მაკარია ხოფის ღმრთისმშობლის ყმის შვილი, ბაბადიშმან ის გაგვიყიდა და ქოჩუა ბიჟოჟუას შვილშვიდ გამოვართვით მაგიერად, უმაგიეროდ არა გვაქვს რა. მას ჟამსა, ოდეს გურიელმან გიორგიმ იმერეთი დაიჭირა და ოდიში, და მისის ბრძანებით და ნებადართულობით, ბატონის დედოფლის თამარის ბრძანებით შემოგწირეთ.

აწ, ვინც და რამანც ძემან კაცისმან, ანუ მეფემან, ანუ დადიანმან, ანუ გურიელმან, ანუ დიდმან, ანუ მცირემან თქვენდა ამის გამოხმად და შლად და ქცევად ხელყოს მასამც რისხავს თავათ დაუსაბამო სამებით დიდებული ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი...

შემდგომად ამისა არა ცხადჰყოფდა მეტისმეტი სიძველის გარყვნილობითა - (გადამწერის მინაწერი).


  1. აქედან დედანს აკლია და აღდგენილია Sd-2921, Ad-2251 პირების მიხედვით

საბუთის დათარიღება

[edit]
თ. ქართველიშვილი: საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა : დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გიორგი გურიელმა დაიკავა იმერეთი და ოდიში, რაც მოხდა 1681-1682 წლებში. შესაბამისად საბუთის შედგენის დროც ამ წლებით უნდა განვსაზღვროთ.

პუბლიკაცია

[edit]