ქ. შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კათალიკოზმან, ბატონმან გრიგოლ, ესე გკადრეთ დავთრის თქვენსა წარწერით მცირედითა სიტყუითა და კნინოდენითა შესაწირავითა, ასრე რომე მეოხებითა შენითა საშინელო ხობისა ღმრთისმშობელო, და გულსმოდგინებითა ჩვენითა, ეს შონია ჩვენ ამოვიყუანეთ მამაში და მისი ძმა, მამიდა, ამას წინათ ვითარებისაგან დაკარგულ იყო და ჩვენ ამოვიყუანეთ და ისრევ თქუენ შემოგწირეთ ჩვენის ცოდვილის სულის საოხად და ერთის რუბის საკმეველს ყოველსა დიდს ხუთშაბათს ხობისა ღმრთისმშობელო თქუენ მოგართმევდეს, რათა მეოხ გვეყო.
აწ, ვინცა და რამანცა კაცმან ეს ხელახლა ჩვენგან შემოწირული შონია] თქუენ გამოწიროს და გამოგახუას ჩვენს კანუნსამც ქვეშ ის იქნება, ამინ.
ხელრთვა: კათალიკოზი ჯვარი მაკურთხეველი მარჯვენით.