ეჰა, შენ მშობელო უფლისა ჩუენის იესო ქრისტეს მშობელო, ღმრთისმშობელო, საყდარო ხოპისაო, განსუენებულო ჩუენ ძისა შენისა მიერ კათალიკოზ-პატრიარხმან ბესარიონ, შემოგწირეთ ჯაიანის მერაბის შვილი იოანე და სვიმონ. პირველად დადიანმა ოტიამ შესწირა და ჩუენ მოგუცა და ჩუენ თქუენდა შემოგვიწირავს ის ორი ძმა მისი კაცებით, შაქარი, ჭაჭას სახლი და დაგაჯინი და კოტრავას სახლი მათის ყოვლისფერითა, გეგია და ხურცილავა, ერთი პარტახი, ნაგეგენაჳ ტყით, წყლით და მიწა-მამულით, საყანით, სახოხბით.
აწ, ვინც ეს გამოგწიროს, შეჩუენებულიმც არის შენის ძის ქრისტეს ღმრთისაგან და ყოველთა მისთაგან, ჩუენის შემდგომის კათალიკოზისაგან, და ყოველთა სამღუდელოთა დასთაგან, ამინ.