1832 წ. 03.17. - "მოწმობის წერილი" მარიამ დედოფლისა იონა ხელაშვილისადმი
Appearance
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი: Qd-7967 .
საბუთის შინაარსი
[edit]"მოწმობის წერილი" ეძლევა ხელაშვილებს ღირს მამა იონა მოძღვარს, მის ძმებს სოლომონს და გიორგის და მის ძმისწულებს: იოანეს, მიხაილს, ნოდარს, დიმიტრის და გრიგოლს ქიზიყის დაბა ვაქირის მკვიდრთ.
ხელაშვილების წინაპარი დედოფალ ანნა ჩოლაყაშვილს, მეფე ირაკლი პირველის მეუღლეს და მეფე თეიმურაზ მეორის დედას აღუზრდია და განუწესებია პროთოიერეიდ.