Jump to content

Ad-0556

From Wikisource

დედანი საბუთისა 1605 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი

საბუთის აღწერილობა

[edit]

თ. ჟორდანია საბუთის შესახებ აღნიშნავს: "ლამაზის ხელით დაწერილია ქაღალდზე, ბოლო აკლია".


დ ე დ ა ნ ი: ხეც, Ad556; მოყვითალო ფერის ქაღალდი; ზომა: 38,1X25,5 სმ. შავი ფერის მელანი; მხედრული, ნაწერია მჭიდრო და ლამაზი ხელით, განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. დაზიანება: თავნაკლული, ვერსო-ზე ტექსტი გადასულია, თუმცა, ოდნავ განირჩევა ზედა გრაფემები. დღეისათვის საბუთი რესტავრირებულია. საბუთის ტექსტი ავსებს სეა, 1448-5266-ს.