E-095/01
Appearance
1446 წ. 7 მარტი - გიორგი მეფის სიგელი სვეტიცხოველს
გიორგი VIII-ის შეწირულების წიგნი სვეტიცხოველს, მიცემული 134 ქორონიკონის (1446 წ.) 7 მარტს, მეფობის მეცამეტე ინდიკტიონს.
შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს ურდოელაშვილი (ნუსხაშია: ურდულაშვილი) და შალვაშვილი. ასევე სოფელი ბიწმენდი.
სიგელი დაწერილია მოლარე გეგელაშვილისა და მცხეთის ქადაგ დიმიტრის მიერ.
საბუთის პირი გადაწერილია თბილისში 1846 წ. მ. კოლუბანსკის მიერ.