Jump to content

Hd-10234

From Wikisource

საბუთის აღწერილობა

[edit]

პირი საბუთისა 1627 წ. V.23. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა სახლისუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

პ ი რ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hd-10234. ლურჯი ფერის ქაღალდი; 1 ფურცელი; საბუთი გადაწერილია 1818 წლის 12 დეკემბერს მღვდელი მახარებელ ქურხულის მიერ. საბუთს ბოლოში, როგორც ჩანს, დასმული ჰქონდა მეფე სვიმონის ხელრთვა, რომელიც მახარებელ ქურხულს გადმოუხატავს.

მ ი ნ ა წ ე რ ე ბ ი: საბუთის თავზე ფანქრით შესრულებული მინაწერი: "1627, მაისის 23, წყალობის წიგნი მეფე სვიმონისა. ამ წიგნისა ჩვენ მარტო პირი გვაქვს ხელში 1818 წელს გადაწერილი მღვდლის მახარებელ ქურუხულის მიერ". საბუთის რექტოზე მელნით შესრულებული XIX საუკუნის მინაწერი: "ამისი ასლი ვნახე მე, მღვდელმან მახარებელმან ქურუხულმა და სისწორით გარდავსწერე, წელსა ჩყიჱ-სა, დეკენბრის ია-სა, ქ(ორონი)კ(ონ)ს ფვ". 3. საბუთის ვერსოზე შესრულებული, არაუგვიანეს XIX საუკუნის მინაწერი: "ტბისის წყალობის წიგნი".