K-0647
Appearance
დედანი საბუთისა 1484-1510 წწ. - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა შერზადიშვილებისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი: ქიემ, 647; მუქი მოყვითალო ფერის სქელი ეტრატი; ზომა 84x21,2. დაზიანება: ეტრატი მეტისმეტად გამომშრალია და ამიტომ მსხვრევადი, აშიები დასერილია და ზედა მარცხენა და მარჯვენა კიდეები მოხეულია ტექსტიანად. მუქი ყავისფერი მელანი, მარჯვნივ გადახრილი მხედრული ხელი; ორ ადგილას, საბუთის თავსა და ბოლო მონაკვეთში, მეფის სახელი "ალექსანდრე" ჩაწერილია გადანაშლელ ადგილას შავი მელნით და ტექსტის მსგავსი ხელით. განკვეთილობის ნიშანი: ერთი, ორი ან სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტს ახასიათებს ა-მეტობა. ს. კაკაბაძე უთითებს საბუთის ნომერს N 484.
2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 104