Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/15

From Wikisource
This page has not been proofread.

{არცერთი პიროვნება,31 რომელიც მოცემულ შტატში მსახურობს ან მუშაობს და ამ შტატის კანონმდებლობას ექვემდებარება, სხვა შტატში გაქცევის შემთხვევაში არ უნდა იქნას გათავისუფლებული ამ სამსახურისა ან სამუშაოსაგან, თანახმად იმ მეორე შტატის კანონებისა და წესებისა, არამედ ის უნდა გადაეცეს მოთხოვნისთანავე იმ მხარეს, რომელსაც ერგება და ეკუთვნის ეს სამსახური ან სამუშაო} [შეიცვალა მეცამეტე შესწორებით]

ნაწილი 3.

კონგრესს შეუძლია ამ კავშირში მიიღოს ახალი შტატები, მაგრამ არც ერთ შტატს არა აქვს უფლება ჩამოყალიბდეს და შექმნას რომელიმე სხვა შტატის იურისდიქციის ქვეშ; არც რომელიმე შტატს აქვს უფლება ჩამოყალიბდეს ორი ან მეტი შტატის, ან შტატების ნაწილების შერწყმის გზით, თუკი ამის თაობაზე არ იქნება როგორც დაინტერესებული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე კონგრესის თანხმობა.

კონგრესი უფლებამოსილია განაგოს შეერთებული შტატების კუთვნილი ტერიტორია ან სხვა სახის საკუთრება და გამოსცეს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი წესი და მითითება, და არაფერი არ უნდა იყოს ამ კონსტიტუციაში განმარტებული შეერთებული შტატებისა ან რომელიმე ცალკეული შტატის კანონიერი მოთხოვნილებების საზიანოდ.

ნაწილი 4.

შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს ამ კავშირში შემავალი ყოველი შტატისათვის მმართველობის რესპუბლიკური ფორმა, უნდა დაიცვას თითოეული მათგანი გარედან თავდასხმისაგან, აგრეთვე, საკანონმდებლო დაწესებულებისა ან აღმასრულებელი ხელისუფლების (როდესაც საკანონმდებლო დაწესებულების შეკრება არ ხერხდება) თხოვნის შემთხვევაში - შინაგანი აშლილობისგანაც.

მუხლი V

თუკი თითოეული პალატის წევრთა ორი მესამედი ამას საჭიროდ ჩათვლის, კონგრასმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად, ან მან ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების ორი მესამედის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს კონვენტი შესწორებათა განსალხილველად, რომლებსაც, ორივე შემთხვევაში, არსებითად ძალა ექნება და განიხილება როგორც ამ კონსტიტუციის ნაწილი, როდესაც ისინი რატიფიცირებულ იქნება ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების სამი მეოთხედის მიერ, ან კონვენტზე შეკრებილთა სამი მეოთხედის მიერ, რატიფიკაციის როგორც ერთი, ისე მეორე წესის შეთავაზება კონგრესს შეუძლია; ოღონდ იმ პირობით, რომ არცერთი შესწორება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ათას რვაას რვა წლამდე, არ შევა ძალაში, თუ ის შეეხება პირველი მუხლის მეცხრე ნაწილის პირველ და მეოთხე აბზაცებს, აგრეთვე იმ პირობით, რომ არცერთ შტატს არ უნდა წაერთვას, მისი თანხმობის გარეშე, სენატში თანასწორი ხმის უფლება.