Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/2

From Wikisource
This page has not been proofread.

წინასიტყვაობა


მე-18 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მთელს მსოფლიოში არცერთი სხვა ერი არ იცნობდა ხელისუფლების დაყოფისა და გამიჯვნის პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმებს, არსად სხვაგან არ ეპყრათ ხელთ ძალაუფლება მათ, ვინც თავად მართულია. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა 1776 წელს, როდესაც გამოცხადდა ”დამოუკიდებლობის დეკლარაცია”. მას მოჰყვა კონსტიტუცია, რომელიც შეიქმნა 1887 წელს ფილადელფიაში, რასაც 1791 წელს დაემა ტა უფლებათა ბილი. თითოეული მათგანი დასაბამს იღებს ინგლისური უფლებათა ბილისგან, Magna Carta”-სგან და სხვა დოკუმენტებისგან.

55 კაცის ნაღვაწმა 1787 წელს ფილადელფიაში კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობის იდეას. თავისუფლებამ, რომელიც ნიაღვარად მოედინება ამ კონსტიტუციისგან, ხელსაყრელ პირობათა მთელი სამყარო შექმნა. მას შემდეგ მოაწყდნენ ჩვენს ნაპირებს ჩაგრულთა და უპოვართა მასები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ შორის იყვნენ სხვებიც - განათლებულნი და შეძლებულნი, - რომლებიც ახალ სიცოცხლეს და ახალ თავისუფლებებს ეძიებდნენ ახალ ქვეყანაში.

აი, ამაში მდგომარეობს ჩვენი კონსტიტუციის მნიშვნელობა.

უმთავრესი რამ, რასაც მიზნად ისახავს კონსტიტუციის ორას წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, ეს არის ხელის შეწყობა იმისთვის, რათა უკეთ შევაფასოთ და შევიმეცნოთ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორია, რადგან ის თითოეული ჩვენთაგანისთვის ჭეშმარიტად მოქალაქეობრივი გაკვეთილია. ამ გაკვეთილს ჩვენ ვერ ვისწავლით, თუ უპირველეს ყოვლისა არ წავიკითხეთ ეს შესანიშნავი დოკუმენტი და ღრმად არ ჩავწვდით მის მნიშვნელობას, დოკუმენტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველია მის მსგავსთა შორის.

უორენ ე. ბერგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ორას წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავჯდომარე,

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე 1969 – 1986 წწ.