Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/25

From Wikisource
This page has not been proofread.

ნაწილი 2.

კონგრესი უნდა შეიკრიბოს სულ მცირე ერთხელ ყოველ წელიწადში და ასეთი შეკრება უნდა დაიწყოს იანვრის მესამე დღეს, შუადღისას, თუკი კონგრესის მიერ, კანონის ძალით, დანიშნული არ იქნება რომელიმე სხვა დღე.

ნაწილი 3.

თუ დანიშნული დღისათვის, როდესაც უნდა დაიწყოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, არჩეული პრეზიდენტი მოკვდება, მაშინ პრეზიდენტი უნდა გახდეს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი არ იქნება არჩეული დანიშნული დროისათვის, როდესაც უნდა დაიწყოს მისი უფლებამოსილების ვადა, ან თუ არჩეული პრეზიდენტი ვერ ასრულებს საკვალიფიკაციო პირობების შესრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერც არჩეული პრეზიდენტი და ვერც არჩეული ვიცეპრეზიდენტი ვერ ასრულებენ საკვალიფიკაციო პირობებს, მაშინ კონგრესს შეუძლია კანონის საშუალებით მიიღოს ზომები, კერძოდ, გამოაცხადოს, თუ ვინ უნდა შეასრულოს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობა, ან დაადგინოს, თუ როგორი წესით უნდა იქნას არჩეული ასეთი პირი, ხოლო მან ეს მოვალეობა უნდა შეასრულოს შესაბამისად პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ საკვალიფიკაციო პირობების შესრულებამდე.

ნაწილი 4.

კონგრესს შეუძლია კანონის საშუალებით მიიღოს ზომები იმ შემთხვევებში, თუ რომელიმე იმ პირთაგან, რომლებისგანაც წარმომადგენელთა პალატამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, მოკვდება (იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელტა პალატას გადაეცემა არჩევის უფლება), აგრეთვე - თუ რომელიმე იმ პირთაგან, რომლებისგანაც სენატში უნდა აირჩიოს ვიცე-პრეზიდენტი, მოკვდება (იმ შემთხვევაში, როდესაც სენატს გადაეცემა არჩევის უფლება).

ნაწილი 5.

1-ლი და მე-2 ნაწილები ძალაში უნდა შევიდეს მათი რატიფიკაციის შემდგომ, ოქტომბრის თვის 15 რიცხვში.

ნაწილი 6.

ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, სამი მეოთხედის უმრავლესობით, როგორც კონსტიტუციის შესწორება, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ მისი წარდგენის დღიდან შვიდი წლის განმავლობაში.

(რატიფიცირებულია 1933 წლის იანვარში).

XXI შესწორება

ნაწილი 1.

ამ შესწორებით უქმდება შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესწორებათა მეთვრამეტე მუხლი.

ნაწილი 2.

ამ შესწორებით იკრძალება რომელიმე შტატში, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ან მის სამფლობელოებში სპირტიანი სასმელების გადაზიდვა ან შემოტანა, მათი მოხმარების მიზნით, თუ ასეთი ქმედება არღვევს ადგილობრივ კანონებს.

ნაწილი 3.

ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების კონვენტების მიერ როგორც კონსტიტუციის შესწორება,