Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/32

From Wikisource
This page has not been proofread.

36. ინგლისური მმართვე ლობის ჟამს მოსახლეობა ხშირად იძულებული ხდებოდა გადაეტანა ეგზეკუციის სიმძიმეები, ამიტომ მათ სურდათ, რომ საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოში დაცულნი ყოფილიყვნენ სამხედრო მოსამსახურეთა თვითნებობისაგან.

37. ინგლისურად - due process of law - ეს არის უძველესი ინგლისური სამართლებრივი ნორმა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ Magna Carta-დან იღებს. მისი იდეა ის არის, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება უსამართლოდ დასაჯოს ვინმე ან მიმართოს ვინმეს მიმართ უკანონო სანქციებს. არსებითად ეს იდეა საკუთრივ კონსტიტუციაშიც არის ჩადებული (თუმცა ამ ტერმინს იქ არ ვხვდებით). კერძოდ იმ პუნქტებში, სადაც ხელისუფლებას, როგორც ფედერალურს, ისე შტატებისას, ეკრძალება ისეთი კანონების მიღება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ვინმეს დასჯა სასამართლოს გარეშე, აგრეთვე ex post facto კანონის მიღება, გარდა ამისა, კონსტიტუციითვე ხელისუფლებას მოეთხოვება habeas corpus ნორმის შესრულება და ა. შ.

38. მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე შესწორებები კონსტიტუციაში შეტანილ იქნა სამოქალაქო ომის (1861-65წწ.) შედეგად, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალა მონობა შეერთებულ შტატებში, ამიტომ ამ შესწორებებს ”სამოქალაქო ომის შესწორებები” ეწოდება.

39. ამ შესწორებამ დააწესა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1919-1933 წწ. ე. წ. ”მშრალი კანონი.”