Jump to content

Qd-09022

From Wikisource

Qd-9022

დედანი საბუთისა

ცირღილაძეთა საბუთი დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში Qd-9019/Qd-9022 ნომრით. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ცნობა, თუ რას ნიშნავს საბუთის ორ ნაწილად წარმოდგენა, ეს არის საბუთის ორი ფრაგმენტი, თუ პირი და დედანი.

საბუთის აღწერილობა

[edit]
  1. ზომა 257 x 22,7 სანტ. დაწერილია სქელ, მაგარ და ცუდათ შემუშავებულს ეტრატზედ, რომელიცშესდგება ოთხი ერთმანეთზე წითელი აბრეშუმის ძაფით მიკერებულის ნაჭრებისაგან. თავში უნდა აკლდეს ერთი ნაჭერი, რომელზედაც მხატვრობა უნდა ყოფილიყოს სიგლის მიმცემის მეფისა და მისთა შვილთა. ძაფები, რომლებითაც ეს ნაჭერი ყოფილა მიკერებული, დაცულია. წერა მრგვალი მხედრულია, ლამაზი, ნაწერია ძლიერ მეჩხრად, სიტყვები და სტრიქონები დაშორებულია ერთმანეთზე, მელანი ძლიერ მქრალია. ზოგ ადგილას სრულიად გადასული, ამას გარდა პირველი შენახული ნაჭერი ეტრატისა სრულად არ არის დაცული, ადგილ-ადგილ მარცხენა კედარო მოხეული აქვს და ზოგიერთი სიტყვები და ასოები აკლია. ნიშნებათ იხმარება ორ-ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. სიგელი გამოგვიგზავნა ბ-მა რაჟდენ დათეშიძემ. - [1910 - ე. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი - ტ. III - გვ.432-434]
  2. თბილისის ქართულ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ საზოგადოების მუზეუმში დაცულია კონსტანტინე მეფის 1408 წლის სიგელი, დაწერილია ტყავზე, ზომით 257 1/2 x 22,7 2/3 სანტ. - [1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია - გვ.4]