Jump to content

Sd-0521

From Wikisource

Sd-521

საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი საბუთისა 1475 - ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელი

კარგი ხარისხის ეტრატის გრაგნილი; ზომა 187,5x20/20,5 სმ. შედგება ოთხი ერთმანეთზე თეთრი და წითელი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული კეფისაგან: I - 30.5x20; II - 53x20.5; III - 52,5x20; IV - 51,5x20.

დაზიანება: I კეფის მარცხენა კიდე მე-5 სტრიქონის გასწვრივ მოხეულია ტექსტიანად, IV კეფის გადახეული ადგილი ამოკერილია წითელი ძაფით.

მელანი შავი, ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

საბუთი 1824 წ. 12 მაისს გლეხს, ორებ აბჟანდაძეს, წარუდგენია იმერეთის დროებით მმართველობაში, სადაც რეგისტრაციაში გაუტარებიათ ნომრით № 913. ჩანაწერს ხელს აწერს "მდივანბეგი თავადი დავით ჩხეიძე". შემდგომ საბუთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაუცია ალექსანდრე ჭყონიას.