Jump to content

XV ს. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის ჯვარზე

From Wikisource

შესავალი

[edit]

ქვემოთ მოტანილი ნუსხური წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ დიდი ზომის ჯვარზე.

აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.

წარწერის ტექსტი

[edit]

"ღმერთო და ჯვარო პატიოსანო! ადიდე ორსავე ცხოვრებასა ზედგინიძე ამირინდო ამილახვარი და გორის მოურავი, რომელმან შეჭედა ჯვარი პატიოსანი და ცოდვანი მისნი შეუნდენ ღმერთმან, ამინ. ძმანი და შვილნი უცოცხლნეს ღმერთმან და პატრონი გულქან ადღეგრძელე და ცოდვანი მინი შეუნდნეს ღმერთმან და გამარჯვებით ამყოფენ."

შენიშვნები

[edit]

ჩვენი აზრით წარწერაში მოხსენიებული "პატრონი გულქან" უნდა იყოს ამირინდო ზედგინიძის მეუღლე, ბაგრატ იმერთ მეფის და, რომელიც შემდგომ გაიანეს სახელით შემონაზვნდა და 1508 წელს კასპში ნაყიდი ვენახი შესწირა შიომღვიმის მონასტერს.

ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება იური ჩიქოვანის ცნობა, რომ გაიანე ბატონიშვილი სიაოშ მამისას ძე ამილახვარის ცოლი იყო, მაგრამ ამ ცნობის წყარო შესამოწმებელია.

პუბლიკაცია

[edit]

1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.39-40