ხოლო აწინდელთა მთავართა და წარჩინებულთა გუარნი ესენი არიან:
იმერეთისათჳს
ხოლო იმერეთს: არგუეთსა შინა აბაშიძე, ფხეიძე, წერეთელი და ჩხეიძე [ამავე ჩხეიძის გუარი არს აწინდელი რაჭის ერისთავი და სპასპეტი რაჭისა], ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ღოღობერიძე, აზნაურნი და მთავრობით პატივცემულნი მეფეთაგან.