ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა პატრიარქმან კათალიკოზმან დავით, თქუენ, დიდთა და მცირეთა ჯუარის მსახლობელთა მეკულუხეთა გაგიკუეთეთ და ამა წესითა მოგუცემდით და გამოიღებდით: ტერტერაშვილმან ხურმუზამან იმავე პირველითა ცოტაითა კოკითა ტკბილი კოკა ორმოცი, თათარასშვილმან - ორმოცი; საღირასშვილმან ორმოცი; ლუღლუღასშვილმან - ორმოცი. ამა ოთხთა ორმოც-ორმოცი კოკა გამოიღონ. ფაიქრისშვილმან გაბრიელმან - ოცდაათი; ძამიამან - ოცი; გონგლიასშვილმან - ოცი; ციხელმან - ჩუიდმეტი; იორდანამან - ჩუიდმეტი; ხოციკასშვილმან - თერთმეტი.
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქრონიკონსა რმბ იანვარსა ი, ხელითა ელიოზისძისა ელიოზისითა.
ხელრთვა:
ქ. ჩუენ ქრისტესა ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი ჭავჭავაძე დავით, ვამტკიცებთ.