Jump to content

H-2513

From Wikisource




ქართული ხელნაწერები









H-2513 ხელნაწერის აღწერილობა

[edit]

H-2513. სიგელ-გუჯრების კრებული (პირი). XIX. - 70 ფ.; 37 x 23, ქაღალდი; უყდო; გადაწერილია ძირითადად მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის სიგელები; [XIX ს.]; მხედრული; დაუწერელია 63 r - 68 v.

H-2513 ხელნაწერში შესული საბუთები

[edit]

1. შეწირულობის წიგნი. მიმცემნი - "მეფე ქართველთა და კახთა თეიმურაზ", დედოფალი ხვარაშან. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კსა ტით (1631 წ.) - მცხეთის საბუთები № 015.

2. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - გიორგი მეფე. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კსა რლვ (1448 წ.) დამწერი: კლიმი კაკლაჩასძე - მცხეთის საბუთები № 012.

3. ბოძება-შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ბაგრატ მეფე. მიმღები - მცხეთის ეკლესია. ქ~კსა ტით (1631 წ.) - მცხეთის საბუთები № 476.

აქვეა დავა ზედგენიძესთან, წიწამურის ყიდვის შესახებ. ფიცში ნათქვამია: "ესე [წიწამური] საჯუარო არის მთა და ბარი

4. შეწირულობის "სიგელი". მიმცემი - მეფეთ მეფე დავით, შვილები ვახტანგ და დიმიტრი. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კს რიგ (1424 წ.) - მცხეთის საბუთები № 020.

გადამწერს შეცდომით უწერია "დავით" ნაცვლად ალექსანდრესი.

5. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - [ალექსანდრე მეფე]. მიმღები - სვეტიცხოვლის "საყდარი". ქ~კს რა (1423 წ.). დამწერი: დემეტრე მარკოზიშვილი - მცხეთის საბუთები № 105.

6. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ალექსანდრე მეფე, ძენი: ვახტანგ და დიმიტრი. მიმღები - მცხეთის ეკლესია.

7. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - მეფეთ მეფე სვიმონ და ძმანი მისი. მიმღები - მეტეხის ღვთისმშობლის საყდარი. შესწირეს "სოფელი შინდისი მისი მთითა და ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა". სულის მოსახსენებლად "დედისა ჩუენისა თამარისა და მამისა ლუარსაბისა". ქ~კს სმვ (1558 წ.). დამწერი: ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი - მცხეთის საბუთები № 503.

1558 წ. მოკლეს ლუარსაბ მეფე.

8. მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის დომენტის დამსახურების შესახებ ავტობიოგრაფიული ცნობები.- მცხეთის საბუთები № 411.

9. ნასყიდობის წიგნი. მიმცემი - პენტელაშვილი ნინო. მიმღები - კორკოტაშვილი პეტრე. დამწერი: მიხაილ მღვდელი. უოა (1783 წ.). - მცხეთის საბუთები № 547.

10. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ციცი ციციშვილი. მიმღები - კათალიკოზი დომენტი. ქ~კს ტნბ (1664 წ.). - მცხეთის საბუთები № 546.

11. შეწირულობის წიგნი. მიმცემნი - მეფე ალექსანდრე, დედოფალი თამარ, ძენი: ვახტანგ, დიმიტრი. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესიის მპყრობელი კათალიკოზი თეოდორე. - მცხეთის საბუთები № 023.

12. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - მეფე გიორგი (შაჰნავაზი), დედოფალი თამარ, ძე მათი ბაგრატ. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. დამწერი: გივი თუმანიშვილი. ქ~კს ტო (1682 წ.). - მცხეთის საბუთები № 200.

13. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - მეფე ლეონ, დედოფალი თინათინ, ძე მათი: გიორგი, იესე, ალექსანდრე და ელმირზა. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კს სკე (1537 წ.). - მცხეთის საბუთები № 002.

14. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ქრისტეფორე პატრიარქი. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. - მცხეთის საბუთები № 195.

15. შეწირულობის წიგნი. მიმცემნი - ლუარსაბ მეფე. მიმღები - მცხეთის ეკლესია. ქ~კსა სმ (1552 წ.). - მცხეთის საბუთები № 010.

16. შეწირულობის წიგნი. მიმცემნი - არჩილ მეფე, დედოფალი ქეთევან. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კს ტნჱ (1670 წ.). - მცხეთის საბუთები № 011.

17. გარიგების წიგნი. ანტონ პატრიარქისა და ჩერქეზიშვილ ქაიხოსროს მიწებზე საზღვარის დადების შესახებ. ქ~კს უნბ (1764 წ.). - მცხეთის საბუთები № 199.

18. წყალობის წიგნი. მიმცემი - კათალიკოზი ელიოზ. მიმღები - ცხენოსნიძე ივანე და ოქროპირი.

19. წყალობის წიგნი. მიმცემი - ლუარსაბ მეფე, ძმა მისი - რამაზ, შვილები მეფისა: სვიმონ, დავით, ვახტანგ. მიმღები - ყმა ავანაშვილი ასვატურა. სლდ (1546 წ.). - მცხეთის საბუთები № 505.

20. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ქართლის კათალიკოსი აბრამ. მიმღები - მცხეთისა და მეტეხის ღვთისმშობლის [ეკლესია]. ქ~კსა რნე (1467 წ.). - მცხეთის საბუთები № 479.

21. ნასყიდობის წიგნი. მიმცემი - ციციშვილი ბაადურ. მიმღები - მუხრანის ბატონიშვილი დომენტი. ქ~კსა ტმვ (1658 წ.). - მცხეთის საბუთები № 478.

22. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - როსტომ მეფე. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კს ტმბ (1654 წ.). - მცხეთის საბუთები № 017.

23. ფიცის წიგნი. ქართლისა და კახეთის კათალიკოსი ქრისტეფორე ამტკიცებს ფიცის წიგნს კისისხევისა და საგარეჯოს მამულების დავის გამო. ქ~კს ტმბ (1654 წ.). - მცხეთის საბუთები № 259.

16. შეწყალების წიგნი. მიმცემი - ალექსანდრე მეფე, დედოფალი თამარ. მიმღები - სუმბატ შირვან შანშესძე (!) (სომხეთის მეფისძე). ქ~კს რკვ (1438 წ.). - მცხეთის საბუთები № 438.

25. შეწირულობის სიგელი. მიმცემი - კათალიკოს-პატრიარქი დ~თ - დავით. მიმღები - მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კსა რმა (1453 წ.) - მცხეთის საბუთები № 475.

26. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - მეფეთ მეფე გიორგი, ძე მისი ლეონ. მიმღები - მცხეთის სვეტიცხოველი. ქ~კს რჟთ (რეთ?) (1511 წ.). - მცხეთის საბუთები № 472.

27. შეწირულობის წიგნი. მიმღები - პატრიარქი მალაქია. - მცხეთის საბუთები № 473.

28. წყალობის წიგნი. მიმცემი - ანტონ I. მიმღები - სვეტიცხოვლის ეკლესია. ქ~კს ჩღპ (1780 წ.). - მცხეთის საბუთები № 544.

29. წყალობის წიგნი. მიმცემი - ანტონ I. მიმღები - პეტრეს(!) შვილები. - მცხეთის საბუთები № 545.

წყალობის წიგნი დამტკიცებულია ერეკლე II-სა და დარეჯან დედოფლის მიერ. უიჱ (1780 წ.)

30. წყალობის წიგნი. მიმცემი - ანტონ I. მიმღები - კაკუაშვილი მოსე. ჩღჟ (1790 წ.). - მცხეთის საბუთები № 611.

31. საჩივრის წიგნი. მიმცემი - თავაქალაშვილი. მიმღები - (მეფე?). - მცხეთის საბუთები № 460.

32. ბოძების წიგნი. მიმღები - მცხეთის კათალიკოსი. - მცხეთის საბუთები № 418.

33. შეწირულობის წიგნი. მიმცემი - ფარემუზ ჯავახიშვილი. მიმღები - ბატონიშვილი კათალიკოსი დომენტი (ვახტანგის ძმა). დამწერი: ტლაშაძე (კარის დეკანოზი). ჩღიზ (1717 წ.). - მცხეთის საბუთები № 617.

56. პირობის წიგნი. მიმცემი პაპუნა ჭავჭავაძე. მიმღები - "კახეთის განმგებელი ბატონიშვილი თეიმურაზი, დედოფალი ანნა".

ლიტერატურა

[edit]