...ყოველთა ღმრთისა წმიდათა, ზეცისა და ქუეყანისათა, ოხითა, შეწევნითა და შუამდგომლობითა სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა, მირონისა ღმერთმყოფელისათა, ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზმან აბრამ აბალაკმან ვიგულვე და ვიგულისმოდგინე და ძუელითგან თამარის ჟამისათ დაქცეული საწისქვილო მოვიძიე და მე ახლად რუ გამოვიღე; და ორი წისქუილი აღვაშენე სახსენებლად სულისა ჩემისა.
ვიღუაწე და შემოგწირე შენ, ყოვლად წმიდასა მეტეხთა ღმრთისმშობელსა ასრე, რომე თქუენ წინაშე ორი კანდელი დღისით და ღამით დაუვსებელად ენთებოდეს მოსახსენებელად სულისა ჩუენისა...
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა რპე, ხელითა ცოდვილისა აბრამისითა.
- ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი აბრამ აბალაკი კანონითა ვამტკიცებთ. ჩუენთა ცოდვათათუის განიკითხვის, ვინცა ესე ყოვლად წმიდასა მოუშალოს.