Jump to content

1530-1565 წწ. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა იობ ფანჩულისძისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...თა ღთისათა ჩუენ ღთივ გურგუინოსანმან ... ორისავე ტახტისა და სამეფოსა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან ელენე და პირმშომან ჩუენმან... საყუარელმან ვახტანგ ნებითა და შეწევნითა ღთისათა ესე შეწყალებისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ... შეგიწყალეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავადადებით ნამსახურსა ფანაჩულისძესა და იობს და შენსა შვილსა ბათლომეს და იაკობს და სახლისა თქუენისა მომავალთა ყოველთავე მას ჟამსა როდეს მოხვედით წინაშე ჩუენსა და გუჰაჯენით და მოგვახსენეთ.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ გელათს სენაკი ტარპეზისა გუერცა საბოსტნე ტრაპეზსა ქუეშე სათიბი და სავენაჴე და დაუნაშვილისა ვენაჴსა გამოღმა შემომაგრგლობით ვახტანგისა სამწირველოსა სათიბსა ზემოთ და ყურსებს ჭასრაგასძე მისითა მამულითა, წყალითა, საწისქულოთა, საძებრითა და უძებრითა ნაციხვარსა და გმსაშუი სახარდნე ყოვლითავე ასრე და ამა პირსა ზედა, რომე გიორგობასა დღესა, ნოენბერსა ათსა, ორნი ჟამსა გჳვიწერევდეთ სულისა ჩუენისათჳს და წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა.

როგორც ჭასარაგასძე ზეკალიშვილთა შეუალად ჰქონებოდა, ისრევე თქუენ გიბოძეთ ჴელმოხსნით და არა შემოვიდოდეს რა საჩუენო ერთისა გალატოზობის მეტი, არა ზროხა, არა საკლავი, არა ღომი, არასთანა ფერი სათხოვარი და გამოსაღები. ვითარცა ქრთამიცა მოგუეცით და შეგჯერდით, ასრე და ამა პირსა ზედა არავინ მოგერჩოდეს, არა ადამის ტომი კაცი, არცა სენაკსა, არცა სათიბსა, არცა სავენაჴესა და არცა ჭასარგასძესა ასრე ჴელშეუალად გუაგიბოძეთ, არა ჴელი წინამძაღუარისა შევიდოდეს, არცა მოძღუართა მოძღუარისა, არა მთისა მთავარმოწამისა მებრთალომისა, არცა სადედოფალოსა სამწირველოსა, არცა კანდელაკისა, არცა ძმათაგანისა ვინ გინდა ვინმე იყოს, ასრე ჴელშეუალად გვიბოძებია ჩუენ მეფეთ-მეფესა ბაგრატსა და თანამეცხედრესა ჩუენსა დედოფალთა-დედოფალსა ელენეს და ძესა ჩუენსა ვახტანგს, თქვენ, ფანჩულისძისა იობს და თქვენთა შვილთა თქვენისა შვილისა ბათლომეს და იაკობს და მომავალთა სახლისა თქვენისა ყოველთავე სამკვიდროდ და შეუცვალებელად, როგორც ჩუენგან ბოძებულსა მართებს, აგრე ვერავინ შეგიცვალოს და მოგიშალოს, ვერცა შემდგომად ჩვენსა მეფეთა და დედოფალთა და ვინცა შეგიცვალოს და მოგიშალოს გუარმან კაცისამან მას მეორესა მოსულასა ჩუენადა მუქაბა განიკითხოს (მეტიარა).

ელენე, ბაგრატ.

საბუთის დათარიღება

[edit]
ს. კაკაბაძე საბუთის გამცემად მანამდე უცნობ რაჭა-არგვეთის მფლობელ ბაგრატ მეფეს მიიჩნევს და საბუთს XV საუკუნის ბოლოთი ათარიღებს. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთის გამცემია ბაგრატ III იმერეთის მეფე და საბუთის მისი ზეობის წლებით თარიღდება. ჩვენი აზრით, საბუთის ადრესატი იობ ფანჩულიძე, შვილია 1527 წლის საბუთის მიმღებ იოსებ ფანჩულიძისა და ამიტომ საბუთი 1530-1565 წლებით უნდა დათარიღდეს.

პუბლიკაცია

[edit]