Jump to content

ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

From Wikisource
ალექსანდრე II
ალექსანდრე II






ისტორიული პიროვნებები









ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

გენეალოგიური ხე


ბაგრატ III - იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში


გენეალოგიური ხე

[edit]
ბაგრატ III-ის გენეალოგია
 
 
 
 
 
 
 
 
 

ბაგრატ VI
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ალექსანდრე II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავით
 
ვახტანგ
 

ბაგრატ III
 
გიორგი
 
დემეტრე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გიორგი II
 
კონსტანტინე
 
თეიმურაზ
 
ვახტანგ
 
თამარ

ოჯახი

[edit]

წყაროები

[edit]

ქართული საბუთები

[edit]

"მეფემან მეფეთამან, მეფემან დიდმან ბაგრატ თქუენ, საშინელსა საყდარსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისასა, გკადრეთ და შემოგწირეთ მცირე ესე და კნინი შესაწირავი საძვალე ჩუენი სახსრად სულისა ჩუენისასა: გელათს საყდარი სადედოფლო წმიდის გიორგისი, ასის კუამლის კაცითა; რაჭას - სოფელი ბარი, სასახლე და მონასტერი, ერთის აზნაურის-შვილითა ჩიკუტიძითა და ოცდაათით კუამლის კაცითა, ტყითა, ველითა, მთითა, წყლითა, საძებარითა და უძებარითა; აგრევე მონასტერი ციხისა; ლეჩხუმს - საჩხეური, წუგნა, კუებლევი ოცდახუთის კუამლის კაცითა; ოფჩას - ბურჯანაძენი რვა კუამლი კაცი; ნავენახევის სასახლე ოცდაათით კუამლის კაცითა; ხრუდო სათევზეთ, ჭიშურას გამოღმა - ჭალასთავი სოფელი; ქუთათის - სოფია წმიდის საყდარი ექუსის კუამლის კაცითა; ჯიმასტაროს სასახლე თორმეტის კუამლის კაცითა ევდემონ კათალიკოზისა ნაყიდი და ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისა შეწირული.

ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ღმრთისა შეწევნითა და თავსმდებობითა, ესე სასისხლო სიგელი მივეცით და მივუბოძეთ გელოანსა აბესალომსა, სვანისა ერისთავსა

ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, და ძემან ჩუენმან ბაგრატ და ვახტანგ, ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ მთის მთავარ მოწამეს წმიდას გიორგის

ქ. ნებითა ღთისათა ჩვენ, ორისავე ტახტის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, მეცხედრემა ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან თამარ, და პირმშომან ძემან ჩუენმან ბაგრატ და პატრონმან ვახტანგ

ალექსანდრე მეფემ, მისმა თანამეცხედრე თამარმა და მისმა ძემ ბაგრატმა თავის გამზრდელ ივანე მაღლაქუელიძეს გაუჩინეს სისხლის ფასი 120 000 ძველი თეთრი.

ქ. ნებითა ღთისათა ჩუენ, იესიან, დავითიან, სოლომონიანმან, ბაგრატოვანმან, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით-პყრობით მპყრობელმან ალექსანდრე, და პატრონმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმა დედოფალთა დედოფალმან თამარ, ძეთა ჩუენთა, პატრონმან ბაგრატ, ვახტანგ და გიორგი, ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშესა და შარვანშესითა

მეფეთა მეფემა ალექსანდრე და თანამეცხედრემა ჩუენმა პატრონმა დედოფალმა თამარ და ძეთა ჩუენთა საყვარელმა თქვენ შევედრებულმა და ძისა თქვენისამან ბაგრატ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ მცირე ესე შესაწირავი დიდისა მონასტრისა გელათისა.

მოძღვართ-მოძღვარ ილარიონის თხოვნით ალექსანდრე მეფემ, მისმა თანამეცხედრე თამარმა და მისმა ძემ ბაგრატმა გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობელს შესწირა რუსხმულში მარგველაშვილები მამულით, რისთვისაც ილარიონმა გაუჩინა აღაპი ალექსანდრე მეფესა და მამამისს.

ალექსანდრე მეფემ ყმა-მამული შესწირა გელათს და გაიჩინა აღაპი თავისთვის "და პატრონისა დედოფლისა თამარ სულისათუის და სადღეგრძელოდ ძისა ჩუენისა ბაგრატ, ვახტანგ და გიორგისთვის".

ორისავე ტახტისა და სამეფოსა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან ელენე და პირმშომან ჩუენმან... საყუარელმან ვახტანგ იობ ფანჩულისძეს უბოძეს მამული გელათში ვახტანგისა სამწირველოსა სათიბსა ზემოთ.

საბუთში აღნიშნულია, რომ "ჯიმისტაროს წყაროს აქეთ დიდი მუხა რომე დგას, ბატონის ალექსანდრეს და ბაგრატის ხელიც აზის და თარჯიცა."

ლიტერატურა

[edit]