"მეფემან მეფეთამან, მეფემან დიდმან ბაგრატ თქუენ, საშინელსა საყდარსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისასა, გკადრეთ და შემოგწირეთ მცირე ესე და კნინი შესაწირავი საძვალე ჩუენი სახსრად სულისა ჩუენისასა: გელათს საყდარი სადედოფლო წმიდის გიორგისი, ასის კუამლის კაცითა; რაჭას - სოფელი ბარი, სასახლე და მონასტერი, ერთის აზნაურის-შვილითა ჩიკუტიძითა და ოცდაათით კუამლის კაცითა, ტყითა, ველითა, მთითა, წყლითა, საძებარითა და უძებარითა; აგრევე მონასტერი ციხისა; ლეჩხუმს - საჩხეური, წუგნა, კუებლევი ოცდახუთის კუამლის კაცითა; ოფჩას - ბურჯანაძენი რვა კუამლი კაცი; ნავენახევის სასახლე ოცდაათით კუამლის კაცითა; ხრუდო სათევზეთ, ჭიშურას გამოღმა - ჭალასთავი სოფელი; ქუთათის - სოფია წმიდის საყდარი ექუსის კუამლის კაცითა; ჯიმასტაროს სასახლე თორმეტის კუამლის კაცითა ევდემონ კათალიკოზისა ნაყიდი და ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისა შეწირული.
კუალადცა გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, მეფეთ-მეფემან გიორგი შენ, საშინელსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა, შემოგწირეთ ჩუენი ნასისხარი ხოშტიბელა სასახლე თორმეტის კუამლის კაცითა, ჩუნეშს ათი კუამლი კაცი და მივეცით ლაღიძეს გიორგის და შევქენით საყდრის-შვილად და შემოგწირეთ შენ, საშინელსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა.
აგრევენ ჩუენ, მეფეთ-მეფისა ძემან თაიმურაზ შემოგწირეთ ხონს და კუხს ოცი კუამლი კაცი.
კუალადცა გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ დადიანმან პატრონმან მამიამან და ძემან ჩუენმან პატრონმან ლეონ დადიანმან და ძეთა ჩუენთა დადიანმან პატრონმან გიორგი და დადიანმან პატრონმან მამია თქუენ, საშინელსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა: მანთხოჯის სასახლე და მონასტერი, ორმოცის კუამლის კაცითა და ერთის აზნაურის-შვილითა რატიანითა, წყლითა, ველითა, სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებარითა და უძებარითა; ჯიქთუბანი მთავარანგელოზის მონასტერი, თორმეტის კუამლის კაცითა; ეგურის პირს ნაჟანეო, სამოცის კუამლის კაცითა; ხოირს წმიდის გიორგის ეკლესია, ოცდახუთის კუამლის კაცითა, წამხარს გამკერვალია; სასახლე სუბეში; სოფელი მუხური, აზნაურის-შვილებითა, ოცდაათის კუამლის კაცითა; ტყაურუს მეთევზე და მენავტე შამიგია ჭუჭურია და დათია; მარმარისკარს ეგვიბტია და ჩხუნბურია; აგრევე აფხაზეთს ბიჭვინტას გარემო სოფელი აითარნე, არუხა და რაბიწა, აითარნეს მთა ზეთის ხილოვანი.
აგრევენ გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, გურიელმან ბატონმან როსტომ და ძემან ჩუენმან გურიელმან ბატონმან გიორგი თქუენ, საშინელსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა ხიბულა მონასტერი მთავარანგელოზისა, სასახლე ორმოცი კუამლის კაცითა, ტყითა, წყლითა, ველითა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებარითა და უძებარითა; და გურიას ოცის კუამლის კაცითა ოცხანა და ხეჩს ერთი კუამლი კაცი სალუქაძე თემიროზაი.
1. ამას გარეთ, სამეფოსა და სადადიანოსა და საგურიოსა შინა, ვინცა ვინ თავადი კაცი მოკუდებოდეს, თავი ნიშანი კათალიკოზს მიეცემოდეს, და ბატონების ეკლესია კათალიკოზის საკურთხი არის, სამწყსო - ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის სამზღუარსა და ჭანეთს შუა.
2. და აწ ამას მოგახსენებთ ყოველთავე დიდთა და მცირეთა: ნუმცა ვისგან კადრებულ არს დიდისა და ზეშთა-აღმატებულისა საყდრისა ბიჭვინტისა ძმათა და საყდრის შვილთა, თემთა და ქუეყანათა და აგარათა მტერობაი და შეცოდებაი.
3. და ვინცა ამა საშინელსა საყდარსა შესცოდოს და უვარყოს ღმერთი და წარიწყმიდოს სული თვისი, და გატეხოს და შიგნით საყდრიდამა რამე გაიტანოს, თუ ისი კაცი მეფისა იყოს, სახასო კაცი და მამული, რასდენიცა განაყოფი იყოს, მათითა მამულითა საყდარსა მიაბაროს. სხუასა მეფისასა ვერას ვიტყვით რას, ამისთვის საყდარი მათი არის.
4. და თუ დიდებულთა, ანუ თავადისა, ანუ აზნაურთა ყმამან გატეხოს და მოიპაროს, წამოდგეს იმა მეკობრისაი ბატონი თორმეტითა მისითა სწორითა კაცითა; და ოცდაოთხითა მისითა სწორითა - ის მეკობრე. ექუსმან აზნაურმან და თორმეტმან გლეხმან ნაბნითა ფიცოს, ექუსმან აზნაურმან და თორმეტმან გლეხმან უნაბნოდ ფიცოს უცოდინელობაი მეკობრის ბატონისა. თუ ფიცოს, მეკობრისა ბატონსა არას ემართლების და გამტეხი მისითა მამულითა და განაყოფითა საყდარსა მოახსენოს. და თუ ვერ დაიფიცოს, რასაცა მამულისა მქონებელი იყოს. იგი საყდარსა მოახსენონ; და მეკობრე და მეკობრისა ბატონი ძელს მისცენ.
5. და თუ გარეთ ზღუდეს შიგნით რამე გაიტანოს, სამისა თავადისა სისხლი, მისითა წინწასაძღუანითა, საუპატივოდ საყდარსა დაეურვოს.
6. და თუ ზღუდეს გარეთ ახლოსითგან ზარისა ხმაი ისმოდეს, რამე წაიღოს, გინა პირუტყვი, ანუ სხუაი რამე წაიღოს, ორისა თავადისა სისხლი საყდარსა დაეურვოს, მეკობრობით ქნას, გინა მძლავრობით ანუ ნატაცეობით.
7. და აწ ვინცა გინა დიდებულმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან კათალიკოზსა აგინოს, ანუ საცემრად წაიზიდოს, ორმოცდაათი გლეხი საყდარსა დაეურვოს და კათალიკოზსა ორი სისხლი დაეურვოს, დიდითა შეხუეწითა.
8. ვინცა რომელსა გინდა ძმათაგანსა სცეს, ანუ შინა ჩაუხდეს, ანუ ხელთა შეიპყრას, ანუ პირდარ აგინოს, ექუსი გლეხი საყდარსა დაეურვოს და ორასი ათასი თეთრი იმას დაეურვოს.
9. და თუ ვინმე ძმათაგანი, ანუ საყდრის შვილი მოკლას, ოცი გლეხი საყდარსა დაეურვოს და ორი სისხლი იმას დაეურვოს.
10. ვინცა კათალიკოზისა ჯოგი გატეხოს, ექუსასი ათასი ძუელი თეთრი საყდარსა დაეურვოს.
11. ვინცა ამას ზემოთ საყდრის-შვილნი და მოხელენი სწერიან, მათი ჯოგი გატეხოს, ათი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს და ორი ათასი იმას დაეურვოს, დიდითა შეხუეწითა; და ნაძარცვი უკლებელად შემოექციოს.
12. ვინცა კათალიკოზის გამოგზავნილი კაცი გაძარცუოს, ათი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს, ოთხი ათასი იმას დაეურვოს.
13. ვინცა ზურგით მზიდავი ხარი ან სეფე ხარი წაიყუანოს, თორმეტი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს.
14. ვინცა მოხელეთა გაგზავნილი კაცი გაძარცუოს, ოთხი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს და ორი ათასი იმას დაეურვოს.
15. ვინცა ქორეპისკოპოსსა სცეს, ანუ ხელითა სეიპყრას, ანუ ავად აგინოს, ანუ უპატიობა რამე ჰკადროს, თორმეტი გლეხი საყდარსა დაეურვოს და სამასი ათასი თეთრი იმას დაეურვოს.
16. ვინცა კათალიკოზისა ყმა-მსახური მოკლას, ექუსასი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს; და სამასი ათასი სისხლად და თხუთმეტი ათასი სანახშიროდ იმათ დაეურვოს. და რანიცა საყდრისა მოხელენი არიან, ვითარცა საყდრის-შვილთა სწერია, იმავე წესითა იმათ დაეურვოს.
17. ვინცა საყდრის მოინალე კაცი მოკლას, შვიდასი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს, ოთხასი ათასი სისხლად და თხუთმეტი ათასი სანახშირედ იმათ დაეურვოს.
18. და ვინცა ბიჭვინტისა გარეშამო სოფელი და გლეხნი, სითგან ზარისა ხმაი ისმოდეს, გატეხოს, ანუ დაარბიოს, ანუ ნახირი გაუტეხოს, ექუსასი ათასი ძველი კირმანაული თეთრი საყუდარსა დაეურვოს და სამი ათასი იმას დაეურვოს.
19. სხუანი რანიცა აგარანი და სოფელნი, მეტოქი მონასტერი და ქალაქი სწერია, იმათ შინა მსახლობელნი გლეხნი, მსახურნი და მოინალე ვინცა მოკლას, ექუსასი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს და სამასი ათასი თეთრი სისხლად და თხუთმეტი ათასი სანახშირედ იმათ დაეურვოს.
20. ვინცა სოფელი და სოფლის კაცი დაარბიოს, ორასი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს, და ორი ათას-ორი ათასი, რასდენიცა გლეხნი იყუნენ, იმათ დაეურნენ; და ალაფი უკლებლად შეაქციონ. და რასაცა მიზეზისათვის მიხდომოდნენ, ისი გაუცუდდეს. და თუ მომხდომი მოკლან, სისხლი და სანახშირე გაუცუდდეს.
21. და ვინცა ჯოგი და ნახირი გაუტეხოს, ოცდაათი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს და ორი ათასი იმათ დაეურვოს.
22. ვინცა ეკლესია გაუტეხოს, ოთხი სისხლი დაეურვოს.
23. ვინცა ცოლი წაუღოს ბიჭვინტის საყდრის ყმასა, თუ ხუცესი იყოს, ორი სისხლი დაეურვოს, და თუ ერისკაცი იყოს, ერთი სისხლი სრული დაეურვოს.
24. ვინცა ქალი დაუგდოს, სრული სისხლი დაეურვოს.
25. ვინცა ვენახი დაუკაფოს საყდარსა და საყდრის ყმასა, ოცდაათი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს და ათასი ვისიცა ვენახი იყოს იმას; და რისათვის უყო, ისი გაუცუდდეს. აგრევენ ვინცა წისქვილი გაუტეხოს.
26. ვინცა ბიჭვინტის საყდრის ყმის მეჯინიბე, ანუ მეხადილე, ანუ მწყემსი სცეს, ანუ გაძუარცოს, ათი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს, ათასი ვისიცა იყოს იმას.
27. და თუ მეკობრობით შორის რამე მოიპაროს, ოცი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს.
28. ვინცა კათალიკოზის უკითხავად ბიჭვინტის წყალი ინადიროს მოსადებლითა, ოცი ათასი თეთრი საყდარსა დაეურვოს.
29. ვინცა საყდრის ყმა დაკოდოს უდაღოს ადგილსა, სამი გერში დაეურვოს. თუ დაღი დაასუას, მეთორმეტე სისხლისა დაეურვოს.
აწი დავამტკიცებთ, მეოხებითა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელისათა საკრძალავი და შესაძრწუნებელი ყოვლისა ადამის ტომისაგან იადგარი დავდევით. ვითარცა სხუათა საყდართა უწარჩინებულესი არის ბიჭვინტისა საყდარი, ეგრეთვე უმეტესი იადგარი დავდევით; და დავამტკიცეთ მტკიცე ბრძანებაი ესე.
არა ვისთვის გვიბრძანებია სლა და ქცევა მტკიცისა და შეუცალებელისა ყოვლისა ადამის ტომის კაცისაგან, თვინიერ თანადგომისა და შემწეობისაგან კიდე, არა სხუათა შემდგომთა ჩუენთა მეფეთა და დედოფალთა.
და თქუენ, წმიდანო მეუფენო, მღდელთმთავართ-მთავარნო, აფხაზეთისა და ქართლისა კათალიკოზნო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ. დადიან-გურიელო, ათაბაგ-ამირსპასალარნო თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ და მწე ეყვენით ბრძანებულსა ამას ჩუენსა.