Jump to content

1600 წ. ახლო - კათალიკოს ეფთვიმე საყვარელიძის შეწირულობები ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

წინამდებარე სიგელი წარმოადგენს პირველ მინაწერ საბუთს ბიჭვინტის იადგარზე ანუ 1448-5033 ეტრატზე.

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1891 - ხახანაშვილი ალექსანდრე - გუჯრები - I - გვ.124-157

საბუთის ტექსტი: 1925 - სარგის კაკაბაძე - აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი


ნებითა ღვთისათა: არის ევდემონ კათალიკოზის შეწირული: ერთი ოქროს ხატი ბიჭვინტისა ღმრთისმშობელი, გელათს ასუენია; ერთი ოქროს ჯვარი მოთვალ მარგალიტული; ერთი ბარძიმი ოქროსა მოთვალ მარგალიტული; ერთი ოთხთავი ოქროთ მოჭედილი მოთვალ მარგალიტული; ერთი ოქროთ მოჭედილი ყავარჯენი; ერთი ოქროს ომფორი მომარგალიტული; ერთი ძველი ომფორი; ერთი ნახლის ბისონი; ერთი სხუა ბისონი ოქრო ქსოვილი; ერთი საბეჭური სირმით შეკერული, ოქროს ჯვარი აბია; ერთი ოლარი და ერთი ენქერი სირმით შეკერული; ერთი სამკლავე სირმით შეკერული მომარგალიტული; ერთი სტიხარი ქარ'ისა; ხუთი მეტაფრასი წიგნი.

ნებითა ღვთისათა შევსწირე მე აფხაზეთისა კათალიკოზმან ეფთვიმი საყუარელიძემან ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა გვიგვინი ოქროისა მოთვალმარგალიტული; ომფორი მძიმედ მოთვალმარგალიტული; ბისონი სტავრისა ოქროს ღილებიანი; ოლარი სტავრისა, ქამარი ოქროსა, ენქერი სირმისა მძიმედ მოთვალმარგალიტული; ოქროდ ქსოილი სტიხარი; საბეჭური მომარგალიტული; ოქროს ხატი მძიმედ მოთვალ მარგალიტული; სასჭუალი და ძელი არის შიდა და პატიოსანი ნაწილები; მეორე ქამარი არის მარგალიტისა; მეორე ბისონი არის შავის ატლასისა ოქროს ქსოილი ვეცხლის თვლებიანი; კიდევე მესამე ბისონი არის ოქროქსოვილი თეთრი, ცხრა მარგალიტის ღილებიანი; მეოთხე ბისონი არის ორპირი სრასანი ოქროს ღილებიანი; მეხუთე ბისონი არის მრავალჯვარი ხავედისა ოქროს ღილებიანი მოთვალ მარგალიტულთაი; მეექუსე ბისონი ხავედისა მრავალჯვარი ვეცხლის ღილებითა; სტიხარი ოქროქსოილი; სამკლავე მრავალ ჯვარი მომარგალიტული; ბარძიმი ბროლისა ოქროთ მოჭედილი; ერთი ფეშხუმი ოქროსა და ერთი ვეცხლისა; ერთი კამარა ოქროსა მოთვალული; ლახვარი, კოვზი; ოდიკი დახატული, ღრუბელი; ერთი საზედაშე; ვეცხლის კარჩხალი; სამი ნახლის პერექელი; ერთი ოქროს კონდაკი ოქროს მელნით დახატული ოქროს ღერითა; ერთი სხვა კონდაკი დახატული; ერთი სხვა ეტრატისა კონდაკი, მეოთხე ყდითა შეკრული კონდაკი; ერთი ჟამნი; ერთი დავითნი; ერთი კურთხევანი; ერთი სანთლის ჯვარი მოჭედილი და ლამაზად მოჭრილი; ერთი პატიოსანი გულანი წიგნი ლამაზად დახატული და სრულ ყოველისფერითა უნაკლულო; ერთი სჯულის კანონი; ერთი ქართლის ცხოვრება დახატული; ომფორის სიკივრები; რვა ვეცხლის ბარქაში; ერთი ოქროს დოსტაქანი; ერთი ჩ'ლახის სურა დიდი; ერთი ვეცხლის საწერელი; სამი დიდი ორხაო, ერთი ბამბისა და ორი სხუა; ერთი ჯეჯიმი; ოცი საინი; ორი ქუაბი; ცხენის ჯოგი, ზროხის ჯოგი და კამბეშის ჯოგი.

საბუთის დათარიღება

[edit]
  • სარგის კაკაბაძე ამ მინაწერი საბუთის თარიღს განსაზღვრავს არაუგვიანეს 1611 წლისა, შესაძლებელია XVI საუკუნის დასასრულს, უფრო კი 1600 წლის ახლო ხანებით. ამ თარიღს ვიზიარებთ ჩვენც.

პუბლიკაცია

[edit]