Jump to content

1484-1510 წწ. - სასისხლო სიგელის დამტკიცება ალექსანდრე მეფისა აბესალომ გელოვანისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

საბუთი წარმოადგენს დამტკიცებას საბუთისა 1455-1465 წწ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა აბესალომ გელუანისადმი, რომლის დედანიცა და პირიც დაკარგულია.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1909 - საქ. სიძველენი - II - № 488


დაუმტკიცეთ და უბოძეთ ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ღმრთისა შეწევნითა და თავსმდებობითა, ესე სასისხლო სიგელი მივეცით და მივუბოძეთ გელოანსა აბესალომსა, სვანისა ერისთავსა სისხლი ორი ათი ათასი.

ვინაც გამოჩნდეს ღმრთისა არისმყოფელი კაცი და მოკლას გელოანი, ესე ჩუენგან გაჩენილი სისხლი და სიგელი უკლებათ გარდაუხადოს.

ვის გულისთვისა გელუანი დაიკოდოს, თუ გამოენახოს, ოცი ათასი გარდაუხადოს.

ვინაც ესე სიგელი და ბრძანება ნახოთ შემდგომად ჩუენთა მეფეთა, დედოფალთა, ერისთავთა, მანდატურთუხუცესთა, დადიან-გურიელმან, სპასალარ-ათაბაგმან და ყოველთა ჩუენისა ხელისა მქონებელთა, თქუენც აგრე დაუმტკიცეთ დარბაზსა ჩუენსა. ნუ ვინ ხელყოფთ შლად ბოძებულსა ამას ჩუენსა.

დაიწერა სიგელი ესე ხელითა ჩუენისა მდივნისა...

საბუთის დათარიღება

[edit]
ბაგრატ მეფის აბესალომ გელუანისადმი მიცემული სასისხლო სიგელის დამტკიცება ალექსანდრე მეფის მიერ თარიღდება მისი მეფობის წლებით 1484-1510 წწ.

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

ბაგრატ მეფის აბესალომ გელუანისადმი მიცემული სასისხლო სიგელის დამტკიცება ალექსანდრე მეფის მიერ 1484-1510 წწ.

საბუთის გამცემი: ალექსანდრე მეფე, მისი ვაჟი ბაგრატი, მისი თანამეცხედრე თამარ დედოფალი

საბუთის მიმღები: სვანეთის ერისთავი აბესალომ გელოვანი

საბუთის რაობა: ალექსანდრე მეფე უმტკიცებს აბესალომ გელოვანს ადრე ბაგრატ მეფისაგან გაჩენილ სისხლის ფასს 20 ათასს.

პუბლიკაცია

[edit]