იმერეთის ბაგრატიონები
ჱ. მეფე ალექსანდრე, ლბ წელი მეფა
ხოლო შემდგომად ბაგრატ მეფისა [1478 წ.] დაჯდა მეფედ ძე ამისი ალექსანდრე და ინება კურთხევა. ამისთჳს მოუწოდა დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და გელოვანს. არამედ დადიანმან არღარა ინება მოსლვა. ეგრეთვე გურიელმან და სხუათა. იხილა ესე კოსტანტინე მეფემან იმერთა შინა-ვითარებანი, შეიკრიბნა სპანი და ეზრახა დადიანსა, ჩამოვიდა იმერეთს ქ{რისტე}სა :ჩუოთ: [1479 წ.], ქარ{თულსა} :რჲზ: და მიერთნენ ყოველნი იმერნი; ვინაჲთგან დადიანსა მიეცა პირი მტკიცე, ამისთჳს ვერღარა წინააღუდგა ალექსანდრე და წარვიდა სიმაგრეთა შინა. ხოლო კოსტანტინე მეფემან დაიპყრა იმერეთი, მოერთო დადიანიცა და მისცეს ციხე ქუთათისისა, რამეთუ არა კეთილ იყო ბაგრატის გამო დადიანი ალექსანდრესი, ვინაჲთგან დაამდაბლა ბაგრატ დადიანი.
შემდგომად ამისა მოკუდა დადიანი ვამიყ ქ{რისტე}სა :ჩუპბ: [1482 წ.], ქარ{თულსა} :რო: და დაჯდა ძე შამანდავლე დადიანისა ლიპარიტ დადიანად. მერმე კუალად მოკუდა გურიელი კახაბერცა ქ~სა :ჩუპგ: [1483], ქარ{თულსა} :როა: და დაჯდა ძე მისი გიორგი გურიელად. ამასვე წელს იძლია კოსტანტინე მეფე ყუარყუარე ათაბაგისაგან. მაშინ შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან, მოვიდა და აღიღო ქუთათისი ქ{რისტე}სა :ჩუპდ: [1484] ქარ{თულსა} :რობ:, დაჯდა მეფედ, ეკურთხა და დაიპყრა იმერეთი. არამედ დადიანმან კუალად არა ინება მეფობა მისი და მოიწვია მეფე კოსტანტინე დაპყრობად იმერეთისად. უსმინა დადიანსა მეფემან კოსტანტინემ და ჩამოვიდა კუალად სპითა იმერეთს ქ{რისტე}სა :ჩუპზ: [1487 წ.], ქარ{თულსა} :როე:; აქეთ მოვიდა ლიპარიტ დადიანი ოდიშით. ამათ ვერღარა ბრძოლა უყო ალექსანდრე მეფემან და წარვიდა კუალად სიმაგრეთა შინა. მაშინ მიერთო დადიანი და სრულიად იმერნი მეფესა კოსტანტინეს. აღიღო კუალად ქუთათისი და მოსცნეს სრულიად ციხენი იმერეთისანი და დაადგრა ქუთათისს, რამეთუ არღარა ენება წარსვლა, რათა განიმაგროს და განიმტკიცოს იმერეთი და ბრძოს ალექსანდრე და მოსპოს იგი. არამედ ქუთათისს მყოფსა მოერთუა მეფესა კოსტანტინეს მოსლვა სპასპეტის ასანბეგისა ყეენისაგან და მოდგომა ტფილისისა მისგან სპითა, ქ{რისტე}სა :ჩუპჱ: [1488 წ.], ქარ{თულსა} :როვ:.
ამისთჳს დაუტევა იმერეთი, წარვიდა ქართლს და ბრძოდა თათართა. ხოლო ალექსანდრე ეზრახა იმერთა და დადიანსა, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი კუალად, აღიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი, ვინაჲთგან კოსტანტინე მეფე უცალო იყო. მერმე დაეზავა დადიან-გურიელსა. ამით დაიმშჳდა იმერეთი და დაიპყრა უმტკიცესად და დაიმორჩილნა აფხაზნი და სუანნიცა. გარნა არა ეგოდენად, ვითარცა ენება.
ხოლო უშვა ალექსანდრე მეფესა დედოფალმან თამარ ძე ბაგრატ ქ{რისტე}სა :ჩუჟე: [1495 წ.], ქარ{თულსა} :რპგ: შემდგომად ამისა უშვა ძე დავით.
ამან ალექსანდრემ იხილა ბრძოლითა და შფოთებითა ვერა რაი ბედნიერება თჳსი და დაიმშჳდა იმერეთი. მერმე კოსტანტინე მეფისა თანა ჰყო ზავი და სიყუარული ერთობისა. მერმე შესცვალნა ურჩნი თჳსნი და რომელნიმე მოსპნა და უმკვდრო ჰყვნა და დაადგინნა ერთგულნი და მისანდონი თჳსნი და მოიმტკიცა ამითი იმერეთი. ეგრეთვე დაიმორჩილნა დადიან-გურიელი და მთავარნი სხუანი იგინი ლაშკრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ჴმობითა მსახურებათათა. ხოლო შემდგომად კოსტანტინე მეფის გარდაცვალებისა. მოიჴსენა ალექსანდრე მეფემან შური პირველი, შემოიკრიბნა სპანი, გარდაუჴდა ქართლს და აღიღო გორი, ქ{რისტე}სა :ჩფთ: [1509 წ.], ქარ{თულსა} :რჟზ: და იწყო პყრობად ქართლისა, რამეთუ არავინ წინააღუდგებოდა, ვინაჲთგან დავით მეფე იყო ლმობიერი და უშფოთველი კაცი, მის გამო. მაშინ ამავე ქორონიკონს მოუჴდენ ჩიხნი იმერეთს და მოარბივეს სრულიად. ესე ესმა ალექსანდრეს ქართლს მყოფს, უქმოიქცა და მოვიდა იმერეთს მოწყუედად მათდა. არამედ მათ არღარა ესწრა და განემზადებოდა შურისგებად და ბრძოლად ჩიხთა ზედა, დასნეულდა სალმობითა ძლიერითა და მოკუდა მეფე ალექსანდრე ქ{რისტე}სა :ჩფი: [1510 წ.], ქარ{თულსა} :რჟჱ:, დაუტევნა ძენი ბაგრატ, დავით და ვახტანგ. ამასვე ქორონიკონსა მოკუდა ცოლი მისი დედოფალი თამარ და დამარხეს გელათს.
ქეს აქათი ქკნი
|
ქართული ქკნი
|
ქრონოლოგიური ცნობები
|
ქართლის მეფენი
|
1478
|
რჲვ
|
უზუნასან ყეენი მოვიდა, ქართლი და ერწო-თიანეთი მოსწყვიტა. კოსტანტინე ბარათიანით მივიდა მის თანა, ტფილისი მისცა. და ბაგრატ მეფე წარვიდა რაჭას. მუნ მოკუდა. დაჯდა ძე მისი ალექსანდრე.
|
|
1484
|
რობ
|
ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან ქუთათისი აღიღო მეფედ დაჯდა.
|
|
1489
|
როზ
|
ალექსანდრე მეფემ იმერეთი დაიჭირა ქუთათისი აღიღო.
|
|
1495
|
რპგ
|
ალექსანდრე მეფეს უშვა თამარ დედოფალმან ძე ბაგრატ. და შემდგომად დავით.
|
|
1509
|
რჟზ
|
ალექსანდრე მეფემ ძემან ბაგრატისამან გორი დაიჭირა. და ჩიხთ იმერეთი მოარბივეს. უკუნიქცა ალექსანდრე იმერეთს. და შემდგომად დავით მეფემ დაიპყრა გორი.
|
|
1510
|
რჟჱ
|
მოკუდა მეფე ალექსანდრე და დედოფალი თამარი, და დაჯდა მეფედ ძე მათი ბაგრატ.
|
|
ქორონიკონსა რ~მბ: [1454] დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით.
ქორონიკონსა რ~ოზ: [1489] ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.
ქორონიკონსა რ~პგ: [1495] ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ~გ.
ქორონიკონს რ~ჟზ: [1509] აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თუესა აგვისტოსა ვ~. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი; და ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს ქრისტეანენი. თუე იყო ნოემბერი კ~გ.
ქორონიკონსა რ~ჟჱ: [1510] მარტსა ი~ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა~ ამასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთჳს ბევრის ტყუენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა... ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა გ~.
ჩუენ, მეფეთ მეფემან, ორთავე სახელმწიფოთა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა თუით ფლობით მპყრობელმან, პირმშომან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე და ძეთა ჩუენთა, გიორგი და ალექსანდრე, ვიგულვეთ თქუენისა ძალმწეობისა მომართ, და ვიგულსმოდგინეთ და ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად ტაძარსა შენსა.
ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, სოლომონიან-ბაგრატოან მეფეთ მეფემან, ჩრდილოეთის ვიდრე დასავლეთამდის და აღმოსავლეთის ხელმწიფედ მპყრობელმან და მქონებელმა, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალთა დედოფალმან, და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, ესე შეწყალების სიგელი და ბრძანება და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთ ერთგულსა და დიდათ თავდადებით ნამსახურსა ელიოზისძეთა ჯვარისმტვირთველთა დანიელს, შვილთა და მომავალთა თქუენისათა ყოველთავე.
ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ღმრთისა შეწევნითა და თავსმდებობითა, ესე სასისხლო სიგელი მივეცით და მივუბოძეთ გელოანსა აბესალომსა, სვანისა ერისთავსა
ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, და ძემან ჩუენმან ბაგრატ და ვახტანგ, ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ მთის მთავარ მოწამეს წმიდას გიორგის
აფხაზთა, ქართველთა, ჯიქთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფისათა, შანშე, შარვაშთა და ყოველთა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის და ჩრდილოეთისა და ორისავე ტახტისა - ქართლისა და ლიხთ-ამერისა თვით მტკიცედ ფლობით მპყრობელმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთა შორის უმეტეს წარჩინებულმან, მეფეთა მეფემან ალექსანდრე, და პატრონმან დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალმან თამარ.
ორისავე ტახტის ლიხთ იმერის და ლიხთ ამერისა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ალექსანდრე. ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა და ქართველთა, ჯიქთა და ალანთა მეფისა, შანშე და შარვანშე.
ძლიერისა ღვთისა იესიან-სოლომონიან პატრონმან, ღვთივ ამაღლებულმან, ღვთივ დამყარებულმან, ღვთივ გვირგვინოსანმან, ორისავე ტახტისა მპყრობელმან, ლიხთ-იმერისა, ლიხთ-ამერისა, ჩვენ მეფეთ მეფემან ალექსანდრემან, აფხაზთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა და ალალთა, შაჰნ-შაჰე და შარვან-შაჰე.
ქ. ნებითა ღთისათა ჩვენ, ორისავე ტახტის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, მეცხედრემა ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან თამარ, და პირმშომან ძემან ჩუენმან ბაგრატ და პატრონმან ვახტანგ
ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის ორისავე ტახტის მფლობელმა, აფხაზთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა და ალანთა, შაჰნ-შაჰე და შარვან-შაჰე მეფეთ-მეფე ალექსანდრემ მის ერთგულ ავთანდილ ხელხელიძე-სარმანიშვილს განუახლა სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასად 400 000 ძველი კირმანეული თეთრი...
ქ. ნებითა ღთისათა ჩუენ, იესიან, დავითიან, სოლომონიანმან, ბაგრატოვანმან, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით-პყრობით მპყრობელმან ალექსანდრე, და პატრონმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმა დედოფალთა დედოფალმან თამარ, ძეთა ჩუენთა, პატრონმან ბაგრატ, ვახტანგ და გიორგი, ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშესა და შარვანშესითა
ღთივ პატივცემულმან და ღთივ სკიპრა პორფირ შემოსილმა, ღმთივ-გუირგუინოსანმან, იესიან, დავითიან, სოლომონ-ბაგრატონიანმა, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშათა სომეხთა მეფისათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და სამხრისა და ჩრდილოეთისა სამხრისა, სამხრისა და ორისავე ტახტისა სამეფოსა ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა თუითა მტკიცეთა ფლობითა ხელმწიფეთა მპყრობელმა მეფეთა მეფემა ალექსანდრე და თანამეცხედრემა ჩუენმა პატრონმა დედოფალმა თამარ და ძეთა ჩუენთა საყვარელმა თქვენ შევედრებულმა და ძისა თქვენისამან ბაგრატ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ მცირე ესე შესაწირავი დიდისა მონასტრისა გელათისა.
დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა ას ოთხმოცდა ჩვიდმეტსა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ათხუთმეტსა, ხელითა ფანჩულიძის იაკობისათა.
ალექსანდრე II - (მეფე იმერთა), [1466], 1467-1510 წწ. - მეფეთ-მეფე, ორისავე ტახტის ლიხთიმერის და ლიხთამერის მეფე, ღმრთივ-გვირგვინოსანი, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშა, სომეხთა მეფე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ორისავე ტახტის - სამეფოსა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით მტკიცედ ფლობით-პყრობელი; აფხაზთა, რანთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა, ალანთა, შანშე და შარვანშე (1496-1503 წწ. ქმ N 875 სას., სს.II N 14 სას., Qd-6935 სას.).
ჰყავს:
- მამა მეფე ბაგრატ VI ([1466], 1467-[1478] წწ. Qd-27, Sd-2898||Sd-2899),
- დედა დედოფალი ელენე (1488-1502 წწ. Hd-8731, ქმ N 995, N 1026 სას.),
- თანამეცხედრე დედოფალი თამარ ([1464]-1510 წწ. Sd-2898||Sd-2899, სს.II N 488 სას., 1449-1585, ქმ. № 1026 სას., Qd-7877 სას., Hd-8731, Sd-2892, ქმ N 995, 1449-1668, Sd-2893, ქრ.II.340-342)
- შვილები:
- ბაგრატ [1484]-1510 წწ. (1449-1585, Sd-2898||Sd-2899, სს.II N 488 სას., ქმ N 1026, Qd-7877 სას., ქმ N 995, Sd-2893, 1449-1668, ქრ.II.340-342, 1449-1581, 1449-1576, სმ.II.66-67 სას.),
- ვახტანგ ([1484],1495-1510 წწ. 1449-1585, ქმ N 995, ქმ N 1026, სას., ქრ.II.340-342),
- გიორგი ([1484], 1495-1510 წწ. 1449-1585, ქმ N 1026, სას., ქრ.II.340-342).
შესწირა
- გელათის მონასტერს - მის მიერ ახლად მოჭედილი ღმრთისმშობლის ხატი, სოფელი ბალახუანი (=ნებისოფელი), რომელიც შიმშილობის დროს აუშენებია და მათი შენების დროს პური კახეთიდან, სამცხიდან და ოდიშიდან შემოუტანია, შესწირა აგრეთვე ახლად აშენებული სოფელი წყალწითელა, რომელიც გენათის ყმის, ნიშნიანიძისაგან ჰქონდა ნაყიდი; ამ სოფელს ეკუთვნოდა ექვსი ლიტრა ცვილის გამოღება; კულაშელი მეზუთხე კახაჯორაშვილი, ხიბლადან მეზუთხე ადუსაძე და ბიძასთვალაშვილი ნასყიდა; საკელაპტრედ - ექვსი კომლი გლეხი, მამისბედიშვილი თავისი გლეხებით: ცხანკილაძით, ჯიქიძით, ტყამლაძით და ინაისშვილით, ასათიანი, მესხეთს - გიორგი ბურჭულაძე შვილებითურთ; ახალაძეები - შვიდი გლეხი, მამისბედაი, მამისიმედაი. გაბრიელიძე კეთილაი შვილებით, მამისთვალაი, როსტევანი შვილებით; ჭალელნი: დოყენაძე და არაბიძე, ჭყეპს - გოლოძე, შეწირული ყმა-მამული ჩააბარა მოძღვართ-მოძღვარ ილარიონს და გაიჩინა აღაპი ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
- მასვე - ჭუესს დავით ჟორჟოლაძის ნაქონი მამული: გლეხები - ორი კომლი შვენიერისძე მამულითა და ბეგრით, ერთი კომლი ვაჩაბერიძე ბეგრით, გორგაძე ბეგრით, ორი კომლი ჩიტაძენი ბეგრით, ხუცესი გოლაძე ერთი კომლი, გაიჩინა მწირველად გოლაძე და მისი სახლის ნათესავი ხუცესი. თუ ხუცესი აღარ ეყოლებოდათ მის სახლს ოცი თეთრი, ერთი ცხვარი, პურ-ღვინო, ორი ნაოთხალი ღომი უნდა მიეტანათ გელათში (1495 წ. Sd-2892).
- მასვე - ბანოჟაში მცხოვრები ხუთი კომლი კაცი და ხუცესი ბერაძე (1504 წ. ქრ.II.323).
- მასვე - მოძღვართ-მოძღვარ ილარიონის თხოვნით ნაბარევი და მარგველაშვილები (1509 წ. 1448-1668).
- მასვე - რუსხმულში - მარგველაშვილები და მოძღვართ-მოძღვარ ილარიონს თავისთვის და მამამისისათვის შეუკვეთა აღაპი (1509 წ. Sd-2393).
- მასვე - ჭალას ჭორტიკლისეული მამული, რომელიც ათიანა მამისბედიშვილისაგან სისხლის საურავში აუღია; ბერ ასათიანისაგან სისხლის საურავში აღებული ოცი ლიტრა ცვილი, ჟორჟოლაძისეული გლეხები, ხიბლას უშვილოდ გარდაცვლილი დემეტრე ნიჟარაძისეული მეზუთხენი ბეგრით ([1510 წ.] III.12.IV.1. ქრ.II.340-342).
განუახლა შეწირულება:
- გელათს - ნებისოფლისა და წყალწითელასი თავის სააღაპედ (1502 წ. ქმ.N 995).
- გელათს - ბალახვანისა, რომელიც აღაშენა და უწოდა ნებისოფელი. დაუწესა ბეგარა ორმოცი თეთრი, გაიჩინა აღაპი ტაძრად მიყვანების დღეს, მოძღვართ-მოძღვარს დაუწესა მისართმევად ოცი კოკა ღვინო, სამი გვერდი ღომი, ასი პური, ოცი თეთრი, ათი თეთრი ჟამის მწირველისათვის; წყალწითელასი, რომელიც გენათის ყმის, ნიშნიანიძისაგან ჰქონდა ნაყიდი და გენათისათვის შეწირული. ამ სოფელს ეკუთვნოდა ექვსი ლიტრა ცვილის გამოღება, ბურჭულაძეს - ხუთი ლიტრა ცვილისა, აგრეთვე - კულაშელი მეზუთხის, კახაჯორაშვილისა - ოთხი ზუთხით ([1484-1510 წწ.] III.12.IV.1. 1449-1585).
გაუჩინა სისხლის ფასი:
- კაციბერ თოფურიძეს - 365 000 ძველი კირმანეული ([1484-1510 წწ.] V.17. ქმ.N 1608 სას.).
- აბესალომ გელოანს განუახლა ბაგრატ მეფისაგან ნაბოძები სასისხლო სიგელი ([1484-1510 წწ.] სს.II.N 488 სას.).
- შალვა შერაზადიშვილს ([1484-1510 წწ.] ქმ.N 647 სას.).
- ივანე ქეროხიძეს - 120 000 ძველი თეთრი და 12 000 სანახშირე (1495 წ. I.15. ქმ.N 1026 სას.).
- ავთანდილ მაჭავარიანს - 450 000 თეთრი და 16 000 სანახშირე (1496 წ. VI.12. ქმ.N 875 სას.).
- ვახტანგ ბაქრაძეს - 900 000 კირმანეული თეთრი (1501 წ. VI.7. სს.II.N 14 სას.).
განუახლა სისხლის ფასი
- ადამ ფონჯავიძეს დავით აღმაშენებლისაგან ბოძებული სიგელის საფუძველზე სისხლის ფასი - 80 000 ძველი კირმანეული თეთრი, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი, განუახლა ღუერკს ორი პარტახტი და უფროსობა (1497 წ. სმ.II.66-67 სას.).
- ავთანდილ ხელხელიძე-სარმანაშვილს - 400 000 ძველი კირმანეული თეთრი (1503 წ. I.30. Qd-6935 სას.).
- თავის გამზრდელს, ივანე მაღლაქუელისძეს - 120 000 ძველი თეთრი (1504 წ. V.5. Qd-7877 სას.).
- აზნაურ ბეჟია არიშიძეს წარმოდგენილი ძველი სიგლების საფუძველზე - 120 000 ძველი კირმანეული თეთრი, სანახშირედ - 1500 თეთრი. დაუწესა სისხლის ფასი სხვადასხვა სამართალდარღვევის შემთხვევებზე (1510 წ. II.15. 1448-8914).
გაარჩია:
- სასისხლო დავა შერაზადიშვილებსა და ლეჟერა ჩიკვილაძეს შორის ([1484-1510 წწ.] ქმ.N 647 სას.).
- გიორგი დადიან-გურიელთან და იმერეთისა და ქართლის დარბაისლებთან ერთად - სიაოშ ფალავანდიშვილის დავა ამირან გაბელისძის წიანააღმდეგ (1488 წ. VII.1. Hd-8713).
- სვანებმა მამია დადიანს სთხოვეს ალექსანდრე მეფესთან შუამდგომლობა, რათა მას გაერიგებინა სვანებისა და ჯაფარიძეების სასისხლო დავა. ამ საქმეზე დადიანს მეფესთან ჭყონდიდელი მიუგზავნია. ალექსანდრე მეფეს სასისხლო საქმის გარჩევა გადაუწყვეტია, რადგან ეშინოდა, თუ სვანები ჯაფარიძეებს სისხლის ფასს არ გადაუხდიდნენ, მაშინ იგი რაჭასა და ლეჩხუმს დაკარგავდა. დადიანს სვანთა ჩენილები გეგუთს მიუყვანია ალექსანდრე მეფესთან, სადაც თვით მეფის, მამია დადიანის, ზუიად ფალავანდიშვილის, ლომკაც ჭილაძის, ერისთავ კახაბერის, ამირეჯიბ რამინ გაბელიძის და ფალავან ფალავანდიშვილის მონაწილეობით გაირჩა სვანებისა და ჯაფარიძეთა სასისხლო საქმე (1503 წ. სსძ.II.N 27).
დაამტკიცა
- ბაგრატ მეფის მიერ წმინდა გიორგის ტაძრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი ([1484-1491 წწ.] Sd-2898||Sd-2899)
იხსენიება
- მისი სულის მოსახსენებლად მოძღვართ-მოძღვარმა ილარიონმა გელათის ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ჭილაძისაგან ნაყიდი ყმები: მიქაელი, უფლისაი და გიორგაი ცისკარიშვილები (1513 წ. Qd-8512).
- ამირეჯიბ ქუცნა გაბელისძის მიერ ულუმბის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულების წიგნში მოთხრობილია, რომ ფალავანდშვილის საქმეზე მას "შეუხუთავს" ალი გაბელისძეთათვის, ქუცნას პაპის ორი ძმა დაუჭერიათ მისი ბრძანებით და მათთვის ტყავები გაუძვრიათ, შემდგომში მეფეს ისევ შეუწყალებია ქუცნას სახლი და ალიც დაუბრუნებია (XVI ს. დასაწყ. ქრ.II.209).
- მისთვის აღაპის გადახდა დაავალა ბაგრატ მეფემ ნებისოფლის თხილელებს ([1510-1565 წწ.] 1449-1671).
- მის მწირველს გელათის მონასტერში სარგო გაუჩინა ბაგრატ მეფემ (1545 წ.VI.12. Hd-11201).
|