Jump to content

1608 წ. 09.07. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა იესე ჯავახიშვილისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ჯავახიშვილსა პატრონსა იესეს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე. მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენი მკვიდრი მამული ყაირაჯს, რისაც მქონებელი იყო; სიონთ, რისაც მქონებელი იყო; ხანდაკს, რისაც მქონებელი იყო; ქუენა დრის{ს}, რისაც მქონებელი იყო. კიდევ, ამას გარდაის, შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის განაყოფის, გამრეკელის კერძი მამული ყარაღაჯს, რისაც მქონებელი იყოს, სიონთ, რისაც მქონებელი იყოს, ქუენა დრის{ს}, რისაც მქონებელი იყოს. და კიდევე საბარათიანოში, წოდორეთს, შენი და შენის განაყოფის ფეზიას კერძი, რისაც მქონებელი ყოფილიყოს.

ესები სრულად შენთვის გვიბოძებია მკვიდრად და სამამულედ, შენი და ოჴერი, მათის სამართლიანის სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავითა, სათიბრითა, ყ{ო}ვლის მათის სამჭმოთა. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურ[სა] შიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, ნურც არას თქვენ შე{ე}ცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბ(რძანე)ბა ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, ენკენის თვესა , ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


ბეჭედი: 1. ოვალური ფორმის ბეჭედი სპარსული ლეგენდით.


მინაწერები verso-ზე:

1. ქ. ნეფე ლუარსაბისა მიცემული;

2. ლუარსა ბ მეფის ნაბოძები სიგელი;

3. ლუარსაბის ა.

საბუთის დათარიღება

[edit]
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟვ (296), ენკენისთვის ზ (7), რაც გვაძლევს 1608 წლის 7 სექტემბერს.

შენიშვმები

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.84
ჯავახიშვილები - თორელთაგან მომდინარე ფეოდალური საგვარეულო. საგვარეულოს საფუძველი დაუდო ჯავახ თორელმა. XIII საუკუნიდან დამკვიდრნენ შიდა ქართლში. მათი სამფლობელოები თანდათან იზრდებოდა მეფისაგან მიღებული წყალობის ხარჯზე. ისინი ფლობდნენ: ტაგნაგეთის მონასტერს (კოჯორთან), ზემო და ქვემო ცხირეთს, ხანდაკს, ოძისს, ახალშენს, ავკეთისა და იისციხეს, თხილოვანს, ქვეშის ციხეს, რატევანს, სკრას, ხოვლეს, ზეს, ფიცეს, ზაკუს, ქვენადრისს, კრკონს, წოდორეთს, ცხირეთს, ყარაღაჯს, საყავრეს და სხვა. სხვადასხვა დროს ისინი ფლობდნენ მაღალ საერო და სასულიერო სახელოებს: მეაბჯრეთუხუცესობას, ფარეშთუხუცესობას, მეკობრისმძებნელობას, ბოქაულთუხუცესობას, გორისა და ატენის მოურავობას, მანგლისისა და ურბნისის ეპისკოპოსობას.

პუბლიკაცია

[edit]