H-2830
H-2830 ხელნაწერის აღწერილობა
[edit]H-2830. სიგელ-გუჯრების პირები. XV-XIX. - 119 ფ.; 34 x 21, ქაღალდი; მუყაოს ყდა, მოცილებული; ზოგან ფურცლები ამოვარდნილია; მხედრული.
H-2830 ხელნაწერში შესული საბუთები
[edit]1. წყალობის წიგნი [მამულისა]. მიმცემი - ბაქარ (საქართველოსა, ბორჩალოსა და ყაზახის მტკიცეთ მპყრობელ-მქონებელი, მეფეთ-მეფე); მიმღები - ჯავახიშვილი როინ, შვილები - ქაიხოსრო და ზაალ. "დაიწერა ინდიკტიონსა (დ~), ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა გიორგისითა [1719].
38. - წყალობის წიგნი [იის ციხისა და სოფელ აკვეთისა]. მიმცემი - გიორგი მეფეთ-მეფე; ალექსანდრე - პირმშო გიორგისა - "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა"... მიმღები - ჯავახიშვილი ზაქარია, კახა და ზაზა.
"დაიწერა პატაკი ესე ქ~კს რნა, თვესა სეკტენბერსა გ, ინდიკტიონს მეფობისა ჩვენისასა მეჩვიდმეტესა, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრისა თორიძისა ვარსიმესითა [1463].
045.
[edit]წყალობის წიგნი [მამულისა]. მიმღები: ჯავახიშვილი იასე (პატრონი). "დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ~კს სჟვ, ენკენის თვესა ზ, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა. [1468].
084.
[edit]84. - ბოძების წიგნი [მამულისა]. მიმღები - ჯავახიშვილი გარეველი, შვილები: ზაქარია, კახა, ზაზია. "დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩვენ ქ~კს რკჱ, ინდიკტიონს მეფობისა ჩვენისასა კჱ, თებერვალსა ა, ხელითა ფრიად საწყალობელისა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩვენისა კლიმი კაკლასძისათა [1440].
91. - წყალობის წიგნი მიმცემი - კონსტანტინე მეფე. მიმღები - ჯავახიშვილი ზაქარია, კახა, ზაზა, შვილები: ჯავახ, ივანე. "დაიწერა... ქ~კს რნდ, ხელითა მდივან-მწიგნობრისა თუმანიშვილისა ზაქარიასათა ზურაბისა [1466].
136. - წყალობის წიგნი. მიმღებნი - გაბრიელ ჯავახისშვილი, გორის მოურავი; შვილები: ზაქარია, კახა, ზაზა. "დაიწერა წყალობისა სიგელი ჩვენი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მერვესა, ხელითა კარისა ჩვენისა მდივანმწიგნობრისა და ყოვლისა ადამის მონათესავეთა კაცთაგან უნარჩვევესითა თუმანისშვილისასა ზაქარიასითა აპრილის ნახევარს, ქ~კს რმბ [1454].
151.
[edit]წყალობის წიგნი. მიმცემნი: ბაგრატ მეფეთ-მეფე, ძმა: კონსტანტინე პატრონი. მიმღებნი: ჯავახიშვილი ზაზა, კახა და ზაქარია. "დაიწერა სიგელი და პიტაკი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მესამესა, ქ~კს რნვ, ნოემბერსა ვ, ხელითა კარისა ჩვენისა მდივანისა თუმანიშვილისა მურადისათა [1468].
196.
[edit]წყალობის წიგნი [სოფ. კრწანისისა]. მიმცემი - ლუარსაბ (პატრონი, მეფეთ-მეფე). მიმღებნი - სააკაძე გიორგი, ნამსახური ყმა, ქალაქის ამირათ-ამირა; ძმა: ქაიხოსრო, შვილი: ავთანდილი. "დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქკ~ს სჟვ, მკათათვესა იბ, ჴე[ლითა] კარისა ჩუენისა მწიგნობრის რევიშვილის ქუმსისათა" [1608].
209. - თამასუქი. მიმცემი - მაღალასშვილი ამილბარი (სახლთხუცესი). მიმღებნი - ჯავახიანთ ნიკოლოზი, ქაიხოსრო. "მე ქაიხოსროს დამიწერია და ყაბულიც მაქვს. დაიწერა აპრილის ნახევარს, ქკ~ს უიგ [1725].