Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/29

From Wikisource
This page has not been proofread.

შედარებით მცირე რაოდენობა იყო. ამ უკანასკნელთ ეშინოდათ, რომ დიდი შტატები ხმათა უმრავლესობის მეშვეობით შელახავდნენ მათ უფლებებს, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ, რომ წარმომადგენლობა ყოფილიყო თანასწორობის პრინციპით, ანუ თითოეულ შტატს კონგრესში, განურჩევლად მისი მოსახლეობის რაოდენობისა, თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყოლოდა, კომპრომისის შედეგად გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა დაკომპლექტებულიყო პროპორციული პრინციპით (დიდი შტატების ინტერესების შესაბამისად), ხოლო სენატი თანასწორობის პრინციპით (მცირე შტატების ინტერესების შესაბამისად).

3. აქ იგულისხმებიან მონები, რომლებიც განიხილებოდნენ, როგორც თავისუფალი პიროვნების სამი მეხუთედი ნაწილი. ეს პუნქტი წარმოადგენს ე. წ. ”სამი მეხუთედის კომპრომისს”. სამხრეთი შტატები მოითხოვდნენ, რომ მონები მოქცეულიყვნენ მოსახლეობის იმ რაოდენობაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრთა რიცხვის დასადგენად უნდა განსაზღვრულიყო. ჩრდილოეთი შტატები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, დებატების შედეგად მიღწეულ იქნა სწორედ ასეთი კომპრომისი.

4. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრია.

5. იქ და ყველგან, სადაც შეგხვდებათ ტერმინი ”აღმასრულებელი ხელისუფლება” იგულისხმება შტატის გუბერნატორი.

6. სპიკერი (ინგ. Speaker) - სიტყვასიტყვით - ”მოლაპარაკე”, ”ორატორი”. უნდა ითარგმნოს როგორც - ”თავმჯდომარე”, ნასესხებია ინგლისური ტრადიციებიდან: თემთა პალატის სპიკერი.

7. იმპიჩმენტი - (ინგ. impeachment) - ბრალდება, მომდინარეობს ზმნიდან to impeach - ბრალდების წაყენება.

8. pro tempore (ლათ.) დროებითი.

9. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ორჯერ დაფიქსირდა იმპიჩმენტის შემთხვევა: 1868 წ. სენატმა განიხილა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის მიმართ, თუმცა ის გამართლებულ იქნა 1974 წ. იმპიჩმენტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, მაგრამ ის გადადგა, რის გამოც იმპიჩმენტი არ შედგა.

10. მძიმე დანაშაული (ინგ. felony) - სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წელზე მეტი ხნის ვადით.

11. ამას ეწოდება პრეზიდენტის ვეტო (ლათ. veto - ვკრძალავ).

12. საკაპერო მოწმობა - ლიცენზია, რომელსაც გასცემს მთავრობა ომის დროს კერძო გემების მფლობელებს, რათა მათ დააკავონ მოწინააღმდეგე მხარის გემები.

13. რეპრესალიები - საერთაშორისო სამართლის მიხედვით სანქციები, რომლებსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს მიმართ, ამ უკანასკნელის არამართლზომიერი მოქმედების საპასუხოდ.

14. მილიცია (ლათ. milicia) - სახალხო ლაშქარი, ეროვნული გვარდია.

15. შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელია ქალაქი ვაშინგტონი, რომელიც მდებარეობს კოლუმბიის ოლქის (District of Columbia) ტერიტორიაზე.

16. ამ პუნქტს უწოდებენ ”ელასტიკურ პუნქტს”. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ის საშუალებას აძლევს კონგრესს გადაამეტოს თავისი ძალაუფლება, დაარღვიოს მკაცრი რეგლამენტაციის პრინციპი და გაცდეს იმ ჩარჩოებს, რომლებიც ზემოთ, ე. წ. ”უფლებამოსილებათა ნუსხით” არის დადგენილი. მაგრამ რეალურად ეს