Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/30

From Wikisource
This page has not been proofread.

ასე არ ხდება: ყოველივე ამას ხელს უშლის პრეზიდენტის ვეტოს უფლება და უზენაესი სასამართლოს უფლება, შეასრულოს კონსტიტუციური ზედამხედველობის ფუნქცია.

17. იგულისხმებიან მონები.

18. მითითებული ვადაც კიდევ ერთი კომპრომისის შედეგად იქნა დადგენილი.

19. habeas corpus (ლათ.) - სიტყვასიტყვით ნიშნავს: ”შენ გაქვს სხეული”. ამ სიტყვებით იწყება კანონი პიროვნების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც მიიღო ინგლისის პარლამენტმა 1679 წელს. ამ კანონის თანახმად დაპატიმრებული პირი, განსაზღვრული დროის ფარგლებში, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და თუ მას არ წაეყენება ბრალდება, ის დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ უნდა იქნას პატიმრობიდან.

20. Bill of Attainder (ინგ.) - კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის დამნაშავის დასჯას სასამართლოს გარეშე.

21. ex post facto (ლათ.) - სიტყვასიტყვით ნიშნავს: ”მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე”, კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქმედებას, რომელიც იმ დროისათვის, როდესაც ის შესრულებულ იქნა არ წარმოადგენდა დანაშაულს. სხვაგვარად - კანონი, რომელსაც უკუქმედების ძალა აქვს.

22. ამომრჩეველი (ორიგინალში elector) - ინგლისურში, ისევე როგორც ქართულში, არ არის განსხვავება ტერმინებს ”выборщик” და ”избирателъ”-ს შორის, ამ შემთხვევაში კი უნდა ვიგულისხმოთ ”выборщик” -ი.

23. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით აქვს მოპოვებული.

24. კანონის მიხედვით, რიგით მომდევნო თანამდებობის პირი არის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მის შემდეგ - სენატის თავმჯდომარე pro tempore, ხოლო შე მდეგ - პრეზიდენტის კაბინეტის წევრები, მათი დეპარტამენტის დაარსების ქრონოლოგიის მიხედვით.

25. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კაბინეტს და მის მრჩეველთა ინსტიტუტს, მაგრამ ამ დებულებაზეა დაფუძნებული პრეზიდენტის კაბინეტის იდეა, ამჟამად კაბინეტი შედგება თოთხმეტი წევრისაგან, რომელთაც მდივნები (secretary) ეწოდებათ, ხოლო ჩვენი გაგებით ისინი მინისტრები არიან:

1. სახელმწიფო მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი)

2. ხაზინის მდივანი (ფინანსთა მინისტრი)

3. თავდაცვის მდივანი

4. გენერალური პროკურორი (იმავე დროს იუსტიციის მინისტრი)

5. შინაგან საქმეთა მდივანი

6. სოფლის მეურნეობის მდივანი

7. სავაჭრო საქმეთა მდივანი

8. შრომის მდივანი

9. ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების მდივანი

10. მშენებლობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარების საქმეთა მდივანი

11. ტრანსპორტის მდივანი

12. ენერგეტიკის მდივანი

13. განათლების მდივანი

14. ვეტერანთა საქმეების მდივანი