Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/7

From Wikisource
This page has not been proofread.

დაკავების უფლება, მაგრამ, ამის მიუხედავად, შემდგომში მას მაინც უნდა წარედგინოს ბრალდება, მისი საქმე უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი და დაეკისროს სასჯელი კანონის შესაბამისად.9

ნაწილი 4.

სენატორებისა და წარმომადგენლობის არჩევნების დრო, ადგილი და ჩატარების წესი უნდა დადგინდეს თითოეულ შტატში. მისი საკანონმდებლო დაწესებულების მიერ, მაგრამ კონგრესს შეუძლია ნებისმიერ დროს კანონით დაადგინოს ან შეცვალოს ყველა ასეთი წესი, სენატორების არჩევნების ადგილის გამოკლებით.

კონგრესი უნდა შეიკრიბოს სულ მცირე ერთხელ ყოველ წელიწადში და ასეთი შეკრება უნდა შედგეს დეკემბრის პირველ ორშაბათს. [შეიცვალა მეოცე შესწორების მეორე ნაწილით] თუკი კონგრესის მიერ კანონის ძალით დანიშნული არ იქნება რომელიმე სხვა დღე.

ნაწილი 5.

თითოეული პალატა თავად განსჯის არჩევნების პროცესს, აჯამებს მის შედეგებს და ადგენს თავისი წევრების კვალიფიკაციას, თითოეულ პალატაში უმრავლესობა შეადგენს ქვორუმს, რომელიც შესაძლებელს გახდის მუშაობის დაწყებას, ხოლო დამსწრეთა ნაკლებ რაოდენობას შეუძლია დღითი დღე გადაიტანოს სხდომა, რის გამოც პალატა უფლებამოსილი იქნება მიმართოს სანქციებს იმ წევრების მიმართ, რომლებიც აცდენენ სხდომებს. სასჯელის ზომას თითოეული პალატა თვითონ განსაზღვრავს.

თითოეულ პალატას შეუძლია დაადგინოს სხდომების ჩატარების წესი, დასაჯოს თავისი წევრი უმსგავსი საქციელისათვის და ორი მესამედის თანხმობის შემთხვევაში გარიცხოს ასეთი წევრი.

თითოეული პალატა უნდა აწარმოებდეს მიმდინარე სხდომების ოქმს და დრო და დრო აქვეყნებდეს მას, იმ ნაწილების გამოკლებით, რომლებიც, მათი აზრით, საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს; ორივე პალატის წევრთა ყველა ”ჰო” და ”არა” ნებისმიერ საკითხზე, დამსწრე წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით, ოქმში უნდა იყოს შეტანილი.

კონგრესის სესიის მიმდინარეობისას არც ერთ პალატას არა აქვს უფლება, მეორესთან შეუთანხმებლად, გადაიტანოს სხდომა სამ დღეზე მეტ ხანს, ანდა - სხვა რომელიმე ადგილზე იმ ადგილიდან , სადაც იმართება ხოლმე პალატების სხდომები.

ნაწილი 6.

სენატორებმა და წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურისათვის უნდა მიიღონ გასამრჯელო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინიდან. ყველა შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს სახელმწიფო ღალატს, მძიმე დანაშაულსა10 და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ისინი არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას თავიანთი შესაბამისი პალატის სხდომებზე დასწრების დროს, აგრეთვე პალატაში მისვლისა და იქიდან წამოსვლის დროს, და სიტყვით გამოსვლისა და აზრის გამოთქმისათვის ორივე პალატაში, მათ არ შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი, რომელიმე სხვა ადგილზე.

არც ერთ სენატორს ან წარმომადგენელს არა აქვს უფლება, იმ დროის განმავლობაში, რომლითაც ის არჩეულია, ყველგან, სადაც ვრცელდება შეერთებული შტატების ხელისუფლება დანიშნულ იქნას რაიმე სამოქალაქო თანამდებობაზე,